JCB-ს ახალი სადილერო ცენტრი რეგიონში — თეგეტამ სომხეთში წარმომადგენლობა გააფართოვა
ფოტო: თეგეტა
სომხეთის დედაქალაქში თეგეტა ჰოლდინგის შვილობილმა კომპანიამ, Tegeta Construcion Equipment-მა კავკასიის რეგიონში JCB-ს მასშტაბური სადილერო ცენტრი გახსნა. ბრიტანულ ბრენდს სომხეთის ბაზარზე Tegeta Construcion Equipment 2019 წლიდან წარმოადგენს და სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკით ამარაგებს. განვითარების მეორე ეტაპზე გადასვლამ კი განახლებისა და ცენტრის გაფართოების აუცილებლობა განაპირობა.
Tegeta Construcion Equipment-მა ერევანში ახალი კომპლექსის მშენებლობა ერთი წლის წინ დაიწყო. ახალი მასშტაბური სადილერო თეგეტას და JCB-ს სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და მასში ერთ მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ის 1000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და შოურუმს, სერვისცენტრს, სასაწყობე ფართსა და საოფისე სივრცეს აერთიანებს.
ახალი სადილერო ცენტრი ერევანში Tegeta Construcion Equipment-ის დირექტორმა თეგეტას მენეჯმენტთან და JCB-ს რეგიონულ წარმომადგენელთან ერთად გახსნა.~
ფოტო: თეგეტა
"მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან JCB-სთან ერთად გავხსენით ახალი, უმაღლესი კლასის მომსახურების კომპლექსი რეგიონში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სომხეთის ბაზარზე ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო მაღალი დონის მომსახურება შევთავაზოთ. ღონისძიებაზე ახალი კომპლექსის, სერვისებისა და ტექნიკის პრეზენტაციის გარდა, საშუალება მოგვეცა, ჩვენი ძირითადი მომხმარებლებისთვის, რომელთა რაოდენობაც 500-ზე მეტია, კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა, მადლიერება გამოგვეხატა და ახალი თანამშრომლობის გეგმებიც დაგვესახა.
2019 წლიდან სომხურ ბაზარზე ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშეები ვართ და შედეგს ყოველწლიურად ვაორმაგებთ. მაშინ, როცა 2021-ში ჩვენი შედეგი იყო 70 ერთეული ტექნიკის რეალიზება, 2022-ში შევძელით და გაყიდვების მაჩვენებელი 140 ერთეულს მივუახლოვეთ. წელს ჩვენი ამბიციური და საკმაოდ რეალისტური გეგმაა, მივაღწიოთ 200 ერთეულამდე ტექნიკის რეალიზებას სომხეთში და ეს იქნება შედეგი, რომელიც ლიდერობის კიდევ უფრო გამყარების შესაძლებლობას მოგვცემს. მით უფრო, რომ სომხეთში ახლა სამშენებლო ბუმია და ჩვენი განახლებული კომპლექსი სრულად პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს", — აღნიშნავს გიორგი ბერიძე, Tegeta Construcion Equipment-ის დირექტორი.
ერევანში, JCB-ს ახალი სადილერო ცენტრის გახსნის ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"ჩვენთვის საამაყოა, რომ სომხეთში JCB-ს ახალი სადილერო სერვისცენტრი და შოურუმი გაიხსნა, სადაც შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს მომხმარებლებს გაუმჯობესებული მომსახურება შევთავაზოთ. ამას თეგეტას გარეშე ვერ მოვახერხებდით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სერვისცენტრი JCB-ს ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე შეიძინონ JCB-ს სრული აღჭურვილობა, შოურუმში წარმოდგენილია ტექნიკის ფართო ასორტიმენტი, მათ შორის აგრარული ტექნიკაც, რომელიც ძალიან მოთხოვნადია სომხეთის ბაზარზე", — ამბობს სერგეი ხარიტონოვი, JCB-ს რეგიონული დირექტორი.
JCB-ს ახალი მომსახურებისა და სადილერო ცენტრი, რომელიც სომხეთში გაიხსნა, მასშტაბური შოურუმით და გაზრდილი ასორტიმენტითაა წარმოდგენილი. უკვე არსებულს დაემატა სხვადასხვა ტიპის ტექნიკა, რომლებიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ერთდღიანი მიწოდების პირობით, რაც ამ ეტაპზე ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია მომხმარებლებთან ურთიერთობაში.
JCB-ს 300-ზე მეტი ტიპის ტექნიკიდან, Tegeta Construcion Equipment კავკასიის რეგიონისთვის ადაპტირებულ ტექნიკაზე აკეთებს აქცენტს და მომხმარებელს გარემოზე მორგებულ ტექნიკას სთავაზობს. ასეთია კომპაქტური, ინდუსტრიული, სამშენებლო, საგზაო, საკარიერო და სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები. ახალ შოურუმში კი ექსკავატორ დამტვირთველებს უკვე დაემატა ტელესკოპური დამტვირთველები, რომლითაც JCB ლიდერია მსოფლიო ბაზარზე.
ახალ მასშტაბურ კომპლექსში კიდევ უფრო მეტი ტექნიკის მიღება იქნება შესაძლებელი. სერვისს დაემატება მობილური ჯგუფები, რომლებიც მომხმარებელს მთელი სომხეთის მასშტაბით, ნებისმიერ ტერიტორიაზე, ადგილზე მოემსახურებიან.
იმ პროდუქციის მიმართულებით, რომელსაც JCB აწარმოებს, Tegeta Construcion Equipment ლიდერია სომხურ ბაზარზე. ახალი სადილერო და სერვისცენტრი კი ამ პოზიციის გამყარების წინაპირობაა. კომპანია სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პარალელურად, სამომავლოდ, კავკასიის რეგიონში კიდევ უფრო გაფართოებასაც გეგმავს.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Tegeta Construction Equipment ბაზარზე 2007 წლიდან ოპერირებს. ის ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური დილერია კავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო და საგზაო ტექნიკას სრული საგარანტიო მომსახურებით, ასევე ნებისმიერი სამშენებლო ტექნიკის სერვისსა და სათადარიგო ნაწილებს.
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
-
როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით როგორ ებრძვის ავსტრალია ხანძრებს ტექნოლოგიითა და ისტორიული ცოდნით
გადახედვა
-
კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება კვლევა აჩვენებს, რომ ნაწლავები ტვინს მოგონებების ჩამოყალიბებაში ეხმარება
გადახედვა
-
ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი ამაზონის ჯუნგლებში ფარული სტრუქტურები იპოვეს — აკვირის ცივილიზაციის კვალი
გადახედვა
-
ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს ცნობილი ბიოჰაკერი მენსტრუალური ციკლის შესახებ ყველაზე ამომწურავი მონაცემების შეგროვებას იწყებს
გადახედვა
-
გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო გრენლანდიაში მოულოდნელად აისბერგი გადატრიალდა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
-
შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს შსს: ესპანეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს 3 მოქალაქე, დააკავეს
გადახედვა
-
სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა სუს-მა საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
-
როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში როგორ გამოიყურებიან რაპუნცელის პერსონაჟები ფილმში VS ანიმაციაში
კომენტარები