"არავის გავრიგებივართ" — ნიკა მაჭუტაძე, როსტომ ჩხეიძე და ნატო ჩხეიძე ენმ-ის ფრაქციას ტოვებენ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ნეტგაზეთი
ამის შესახებ მაჭუტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს, 17 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ასარჩევად 29 კანდიდატს ეყარა კენჭი. კვორუმისთვის 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
- საბოლოოდ, სამი კანდიდატი შეირჩა: ტრისტან ბენაშვილი და ზურაბ გურასპაშვილი — 93-93 ხმით, გიორგი გზობავა კი 91 ხმით.
- უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარდაჭერა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმაც გამოუცხადეს.
- ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ზოგიერთი მათგანი ქართულ ოცნებას გაურიგდა, ამიტომაც მათ დარბაზი ხმაურის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვეს.
- TV პირველი და რუსთავი 2 წერდნენ, რომ ოცნებასთან გარიგებაში "ეჭვმიტანილი" რამდენიმე დეპუტატია: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, დილარ ხაბულიანი და ბაჩუკი ქარდავა.
დეტალები: მაჭუტაძე ქართულ ოცნებასთან გარიგებას უარყოფს, ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს და ამბობს, რომ მათ ე.წ. სასამართლო კლანთან არაფერი აკავშირებთ.
- "ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, ასე ვთქვათ, სრულად ვიზიარებთ და რასაკვირველია, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები საუბრობდნენ დამალვაზე, გარკვეულ ბრალდებებს იყენებდნენ, უარვყოფთ და ვამბობთ, რომ ჩვენ არსად არ ვიმალებით".
- მისი თქმით, არც თავად და არც როსტომ და ნატო ჩხეიძეები არავის გარიგებიან და ქართული ოცნების არცერთ წევრთან არც შეხვედრა და არც სატელეფონო საუბარი ჰქონიათ.
გარდა ამისა, როგორც მაჭუტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ოპოზიციურ ფლანგში კომუნიკაციის პრობლემა არსებობდა და მათთვის არავის უთქვამს, რომ ხმა არცერთი კანდიდატისთვის არ უნდა მიეცათ.
- "ამასთან ერთად, მე ვაცნობიერებ იმას, რომ ამ საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში არის, იმ რეაქციიდან გამომდინარე, რაც საქართველოს დემოკრატიულ საზოგადოებას გაუჩნდა, შესაძლოა, ჩვენი ეს პოზიცია ყოფილიყო ერთგვარი კომუნიკაციის პრობლემა", — ამბობს ის.
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
-
Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება Anthropic-მა ახალი მოდელი Opus 5.5 გამოუშვა — კომპანია სიმძლავრეს უფრო იაფად გვპირდება
გადახედვა
-
20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა 20-მდე მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელების რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოცხადდა
გადახედვა
-
რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის რუსთაველზე მინიქანდაკებების რესტავრაცია/ხელახლა დამზადებისთვის მერია 273 815 ლარს გადაიხდის
გადახედვა
-
5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა 5000 წლის წინ ძველ ეგვიპტეს, შესაძლოა, ქალი მართავდა — ახალი აღმოჩენა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia—ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან შალვა პაპუაშვილი: იმედი გვაქვს, რომ გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის ინსტიტუციებთან
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს 60 წელს გადაცილებულ კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გააუპატიურა, ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი როგორ დავუსტვინოთ — 4 ხერხი
გადახედვა
-
მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის მევენახეების პროტესტის ფონზე მთავრობა ყურძნის შესასყიდ ფასს ზრდის
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
კომენტარები