ირაკლი კობახიძე

10 May. 2023, 23:33

ჩვენ მოგვიწია, თავის დროზე, ამ საკითხზე განმარტების გაკეთება, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, გამომდინარე იქიდან, რომ წინასწარ იყო გაჟღერებული რუსული მხრიდან ეს პოზიცია — ჩვენი პოზიცია იყო მარტივი, არის მილიონამდე საქართველოს მოქალაქე, ან ქართველი, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ამ ადამიანებს უწევთ დღეს, მაგალითად, სხვა ქვეყნების გავლით საქართველოში ჩამოსვლა, რაც აძვირებს ხარჯებს, ქმნის დისკომფორტს და ა.შ. რეალურად, რუსეთის ფედერაციამ ამ ადამიანებს დაუწეს სასჯელი, სანქცია 2019 წელს და დღეს რაც ვიხილეთ, ეს არის ამ სანქციის მოხსნა. ანუ გარკვეული სასჯელი იყო დაწესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, მილიონამდე ადამიანისთვის, რომელიც არის პოტენციური მოსარგებელ ამ საკითხით და საბოლოო ჯამში, დღეს ეს სანქცია მოიხსნა.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა ეს სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ქართულ მხარეს - ქართული მხარე სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ, ამაზეც ჩვენი პოზიცია უკვე განმარტებულია, რატომ არ ვაკეთებთ ამას, მიზეზი არის მარტივი აქაც, მიზეზი არის ის, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესების ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციებს.

განაცხადა ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში. მან თქვა, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ მილიონამდე საქართველოს მოქალაქეს სასჯელი დაუწესა და ეს სასჯელი დღეს გააუქმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. "ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
  3. დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
  4. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  5. 25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე

ლორწოვანი სოკოები მოლიპულ, ბუნდოვანი ფორმის არსებებია. ეს არაა ნამდვილი ობის სოკო. ის სოკოების სამეფოსაც კი არ…