ირაკლი კობახიძე

10 May. 2023, 23:25

თან დაკავშირებით ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, ქართული მხარე სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ, მიზეზი უკვე განმარტებულია, რატომ არ ვაკეთებთ ამას, მარტივია — რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ხალხს და ქვეყანას დავუწესებთ სანქციას, რასაც არ გავაკეთებთ, ბუნებრივია, ჩვენ დათვლილი გვაქვს რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკისთვის. [...]

რუსეთის ფედერაციას, ბუნებრივია, სანქციებს არ დავუწესებთ, არ დავსჯით ამით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერავითარ გადაწყვეტილებას ვერც მივიღებდით ამასთან დაკავშირებით.

განაცხადა ირაკლი კობახიძემ იმედი ლაივის ეთერში. ის გვარწმუნებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, სინამდვილეში, საკუთარ ხალხსა და ქვეყანას ვუწესებთ სანქციებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ქრთამის აღებისა და კომერციული მოსყიდვის ბრალდებით ტყის მცველი, ვეტერინარი და ნაგავსაყრელის ოპერატორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამ სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულზე სამი პირი…