ქეთი ბეგიაშვილი

29 Apr. 2023, 16:39

ხალნო, 10 წელი ველოდი ამ მედიკამენტს და როდესაც აღიარა მსოფლიომ, მაშინ ყველაზე ბედნიერი დედა ვიყავი, მაგრამ ამავდროულად უბედური, რადგან ძალიან ძვირი ღირდა ეს მედიკამენტი. ეს ბრძოლა დავიწყე მშობლებთან ერთად, მაგრამ 13 წლამდე მოვედი მარტო. 

დედას ვფიცავ, ყველგან ვეძებდით მსგავსი დიაგნოზის ხალხს, ვერსად ვპოულობდი. ვიღაცას მინდოდა ეთქვა ერთი სიტყვაც საიმედო, მაგრამ არავინ არ მეუბნებოდა. მაგრამ ვიბრძოდი ზაკოსთან ერთად. 

ზაკომ მე გამზარდა, ზაკო მე მიცავს დღეს ხალხისგან, ბულინგისგან. ქუჩაში როდესაც მივდივართ, ზაკო მე მიყურებს და ხალხზე მეუბნება, დედა დაიკიდეო. გამოვიყენებ ამ სიტყვებს. 

დიახ, ბატონები, ქალბატონებო, არა, ვერ დავიკიდებ. ზაკოს დიაგნოზს ვერ დავიკიდებ. მე ვერ მივალ სახლში წამლის გარეშე. იცით რატომ? მე ზაკოს შევპირდი წლების წინ, როცა 8 წლის ასაკში მითხრა... მაპატიე დედა, უნდა ვთქვა — რატომ არ ვიზრდებიო. მაშინ შევპირდი გაიზრდები-მეთქი, მაშინ შევპირდი, ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი. მე რომ დღეს წამლის გარეშე მივიდე, ზაკო დაიჯერებს, როგორც პრემიერმა თქვა იტყუებიანო, რომ მატყუარა დედა ჰყავს. არ ჰყავს ზაკოს მატყუარა დედა. არ არის მისი დედა მარტო. 

მე მმართავს ჩემი შვილი. მე ჩემი შვილის პარტიის თავმჯდომარე ვარ, მე ამის სიყვარული მმართავს, როგორ შეიძლება, მე ვინმემ მმართოს. ჩემო მეგობრებო, მე არ ვართ მარტო, მე მყავს გუნდი, ვისაც სათითაოდ ვწერ, ხომ არ მიმატოვებთ-მეთქი, ისინი მე მწერენ. სულ რამდენიმე ვართ.

განაცხადა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. მშობლებს რამდენიმე დღეა უწყვეტი პროტესტი აქვთ, კანცელარიასთან ათენებენ ღამეს და ბავშვებისთვის წამლის დაფინანსებას ითხოვენ, თუმცა მთავრობა უარზეა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო…