თიბისის მხარდაჭერით, თბილისსა და ბათუმში, კომპანია ნოვას 3 ახალი საწარმოო მიმართულება დაემატა
ფოტო: თიბისი
სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებელსა და იმპორტიორს საქართველოში — კომპანია ნოვას, თიბისის მხარდაჭერით, პორტფელში 3 ახალი საწარმოო მიმართულება — XPS, წებო-ცემენტები და შავი მეტალის ოთხკუთხა და მრგვალი მილები დაემატა.
XPS და წებო-ცემენტის წარმოება თბილისში, 8800 კვ.მ ფართობზეა განთავსებული, შავი მეტალის წარმოება კი — ბათუმში, ადლიის დასახლებაში, 10 300 კვ.მ ფართობზე.
ახალი საწარმოო ხაზების შესაძენად და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ჯამში 30 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც, თიბისის მხრიდან, 28 მილიონ ლარამდე გაიცა, მათ შორის, სააგენტოს — აწარმოე საქართველოში — ინდუსტრიული პროგრამის ფარგლებში. თბილისისა და ბათუმის წარმოებებისთვის კი - 20 მილიონი ლარი.
ახალი წარმოებები შემდეგ პროდუქტებს აერთიანებს:
- XPS (ექსტრუდირებული პოლისტიროლი) — ნოვა პირველი კომპანიაა ამიერკავკასიაში, რომელიც XPS-ს აწარმოებს. პროდუქცია გამოიყენება ფასადის, საძირკვლებისა და ჭერის დათბუნებისთვის.
- ნოვას წებო-ცემენტები — ამიერიდან კომპანია უკვე ქართული წარმოების 4 დასახელების წებო-ცემენტს შესთავაზებს მომხმარებელს.
- ბეტეკის წებო-ცემენტები — ნოვამ სამშენებლო ქიმიის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგის — NIPPON PAINT ჯგუფის პორტფელში შემავალი ბრენდის, BETEK-ის წებო-ცემენტების წარმოების ფრანჩიზა მოიპოვა. ნოვას საწარმოში წარმოებული BETEK-ის წებო-ცემენტით ამიერკავკასიის რეგიონი მომარაგდება. პროდუქციას მინიჭებული აქვს CE სტანდარტის ნიშანდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქონლისა და წარმოების მაღალ ხარისხს.
- შავი მეტალი — უნიკალური რესურსის მქონე საწარმო, სადაც შავი მეტალის ოთხკუთხა და მრგვალი მილები იწარმოება
ახალი წარმოებების ფარგლებში, 80 ადამიანი დასაქმდა, მათ შორის 60 თბილისში, ბათუმში კი — 20. კომპანიაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში სულ 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
"ნოვას პორტფელში ახალი საწარმოო მიმართულებების დამატება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ მთელი ქვეყნის ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. წარმოების მუდმივი გაფართოება საშუალებას გვაძლევს, რომ პროდუქციის იმპორტი შევამციროთ და ქართული ნაწარმის ექსპორტი გავზარდოთ, რაც კომპანიის მთავარ, სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს", — ამბობს ედიშერ ხიმშიაშვილი, ნოვას გენერალური დირექტორი.
"გვეამაყება, რომ ჩვენ ვართ იმ წარმატების ისტორიის თანამონაწილე, რომელიც წლების წინ, ნულიდან — 90 კვ/მ ფართითა და 20 თანამშრომლით დაიწყო. დღეს კი ნოვა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორია და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს. თიბისის დახმარებით, ნოვა თავის სფეროში პირველი კომპანია იყო საქართველოს ბაზარზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის — EBRD-ის პარტნიორი გახდა, რამაც საშუალება მისცა, რომ მისგან ფინანსური ინვესტიციის გარდა, ინტელექტუალური მხარდაჭერაც მიეღო", — ამბობს გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.
დღეისათვის ნოვა 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის საქმიანობა კი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: თუნუქის, პოლიეთილენის, xps, წებო-ცემენტისა და შავი მეტალის წარმოებას; საცალო გაყიდვებს; სადისტრიბუციო ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით; პროექტებს/კორპორატიულ მიმართულებას; ექსპორტს; ექსკლუზიური ბრენდების იმპორტსა და რეალიზაციას.
ნოვას ისტორია 2006 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტით დაიწყო. 2011 წელს კი მოთუთიავებული და ფერადი თუნუქის წარმოების ხაზები დაამატა.
2012 წელს კომპანიამ წარმოებაში თაბაშირ-მუყაოს პროფილები და აქსესუარების საწარმოო ხაზი დანერგა. მალევე დაამატა სამღებრო და საბათქაშე კუთხოვანების წარმოება.
2014 წლიდან საფუძველი ჩაეყარა პოლიეთილენის პროდუქციის როტაციული მეთოდით წარმოებას. დღეისათვის კომპანიაში პროდუქცია იტალიური ბრენდის POLIVINIL-ის საწარმოო ხაზებით იწარმოება. 2015 წელს კომპანიამ სასახურავე მასალების წარმოების და თაბაშირ-მუყაოს პროფილების ხაზი გააფართოვა. 2017 წელს წარმოებას ევროპული სტანდარტის თაბაშირ-მუყაოსა და მეტალოპლასტმასის არმირების პროფილები დაემატა. წლების განმავლობაში, კომპანიას არაერთი ახალი საწარმოო ხაზი დაემატა, როგორიცაა მაგალითად ნოვა კლასიკი — ჩამკეტიანი სახურავი და საიდინგები — ფასადის შესაფუთად, რომლებსაც მხოლოდ ნოვა აწარმოებს საქართველოში.
2020 წლიდან ნოვამ საცალო მიმართულების განვითარება დაიწყო და დღეისათვის მეგაცენტრებს საქართველოს 7 დიდ ქალაქში — თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში, მარნეულში და ხაშურში ფლობს.
კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები, როგორებიცაა: სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში, EBRD და თიბისი, რომელთა ინვესტიციების საშუალებითაც, ნოვამ ევროპული სტანდარტები დანერგა და საწარმოო მიმართულებები განავითარა.
კომპანიის მთავარი სლოგანია — კომფორტი ერთი სახურავის ქვეშ, რომლის შესაბამისად, ნოვა თითოეულ ფილიალში მოსულ მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს მშენებლობისა და რემონტისთვის.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები