PACE-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა
რატომ არის მნიშვნელოვანი: ომის დაწყების შემდეგ რუსები უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან ბავშვებს იტაცებენ და იძულებით აშვილებენ, ამაში დიდ როლს თამაშობს ე.წ. ბავშვთა უფლებადამცველი მარია ლვოვა-ბელოვა.
- კრემლი არასრულწლოვნებს პროპაგანდისტული სიუჟეტების მოსამზადებლად იყენებს და ამტკიცებინებს, თითქოს უკრაინის შეიარაღებული ძალები მტერია, რუსეთი კი მეგობარი.
- უკვე ხუთი სამაშველო მისია ჩატარდა, რომლის დროსაც უკრაინაში ათობით ბავშვი დააბრუნეს.
დეტალები: რეზოლუცია სტრასბურგში გუშინ, 27 აპრილს მიიღეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უნდა შეიქმნას პირობები უკრაინაში მათი უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის, უნდა შეწყდეს დანაშაულები და დაისაჯონ დამნაშავეები.
- ასამბლეამ ხაზი გაუსვა, რომ 1948 წელს მიღებული გენოციდის შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის ე ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვების იძულებით გადაყვანა ერთი ჯგუფიდან მეორეში, იმ მიზნით, რომ ნაწილობრივ ან მთლიანად გაანადგუროს ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფი, გენოციდის დანაშაულად არის მიჩნეული.
- მათივე თქმით, უკრაინელი ბავშვების რუსეთში ან მის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით დეპორტაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებები შეესაბამება ამ კრიტერიუმებს.
გარდა ამისა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელების უკანონო დეპორტაცია რუსეთში ომის დაწყებამდეც ხდებოდა.
- ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, განიხილოს ამ დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობა.
- ასევე, ასამბლეამ მხარი დაუჭირა გენოციდის დანაშაულის მტკიცებულებების საფუძვლიან შეგროვებასა და შეფასებას, როგორც ეს გათვალისწინებულია რომის სტატუტითა და გენოციდის კონვენციით.
ზელენსკის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგია და ის უკრაინას დაეხმარება, რათა რუსეთი და მისი ოფიციალური პირები, მათ შორის, ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური პასუხისგებაში მიეცენ.
- მისივე განცხადებით, ბავშვების დეპორტაცია, ეს არის რუსეთის მცდელობა, წაშალოს უკრაინელი ხალხის იდენტობა.
- "ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დეპორტირებული უკრაინელი ბავშვის დასაბრუნებლად და რუსეთის დასასჯელად".
-
ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები ინდოეთში ნიპას ვირუსი ვრცელდება: სიმპტომები, რისკები და გადადების გზები
გადახედვა
-
რატომ უნდა ნახონ GOT-ის ფანებმა "შვიდი სამეფოს რაინდი" რატომ უნდა ნახონ GOT-ის ფანებმა "შვიდი სამეფოს რაინდი"
გადახედვა
-
კოსმოსში გაგზავნილმა მიკრობებმა მუტაცია განიცადეს და ახალი უნარი განუვითარდათ კოსმოსში გაგზავნილმა მიკრობებმა მუტაცია განიცადეს და ახალი უნარი განუვითარდათ
გადახედვა
-
სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის სუს: სიმონ წაქაძის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედია და დანაკლისია ჩვენთვის
გადახედვა
-
Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა Galt & Tagart-ის კვირის მიმოხილვა — ტურიზმის შემოსავლები წლის ბოლოს დაჩქარდა
-
ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებს შეხვდა — დაგეგმილია შეხვედრა ფარმაცევტული და საწვავის სექტორის წარმომადგენლებთან ირაკლი კობახიძე სურსათის ფასებთან დაკავშირებით მწარმოებლებს შეხვდა — დაგეგმილია შეხვედრა ფარმაცევტული და საწვავის სექტორის წარმომადგენლებთან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ვიზიტი ზანგეზურის თემას ეძღვნება — სრულიად ბუნებრივია, რომ ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის" ირაკლი კობახიძე: "ვიზიტი ზანგეზურის თემას ეძღვნება — სრულიად ბუნებრივია, რომ ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩადის"
გადახედვა
-
კატასტროფის 2.8 დღე — რა პოტენციური საფრთხე ელის სატელიტებს მზის ძლიერი შტორმისას კატასტროფის 2.8 დღე — რა პოტენციური საფრთხე ელის სატელიტებს მზის ძლიერი შტორმისას
გადახედვა
-
ემა სტოუნმა ოსკარის ნომინაციებით მერილ სტრიპის რეკორდი მოხსნა ემა სტოუნმა ოსკარის ნომინაციებით მერილ სტრიპის რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია თიბისი კონცეპტი Winter Jazz Bakuriani 2026 ფესტივალის წარმდგენია
-
საია: გიორგი ოკმელაშვილს ამ დრომდე არ უბრუნებენ კომპანიიდან ამოღებული ნივთების მნიშვნელოვან ნაწილს საია: გიორგი ოკმელაშვილს ამ დრომდე არ უბრუნებენ კომპანიიდან ამოღებული ნივთების მნიშვნელოვან ნაწილს
გადახედვა
-
ავტომობილი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს — გაიცანით ახალი, სრულიად ელექტრული Volvo EX60 ავტომობილი, რომელიც ცვლის თამაშის წესებს — გაიცანით ახალი, სრულიად ელექტრული Volvo EX60
-
კროსვორდი: გამოიცანი გამოგონილი ადგილი წიგნით კროსვორდი: გამოიცანი გამოგონილი ადგილი წიგნით
გადახედვა
-
"ავტორიტარებისთვის კულტურა მტერია" — სალმან რუშდი "ავტორიტარებისთვის კულტურა მტერია" — სალმან რუშდი
გადახედვა
-
სუს-ის შენობასთან, მანქანაში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს სუს-ის შენობასთან, მანქანაში, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საკულტო სერიალი Friends ახლა უკვე McDonald’s საქართველოშია საკულტო სერიალი Friends ახლა უკვე McDonald’s საქართველოშია
-
რატომ გაქრა ანდრომედას გალაქტიკაში გიგანტური ვარსკვლავი მოულოდნელად? — კვლევა რატომ გაქრა ანდრომედას გალაქტიკაში გიგანტური ვარსკვლავი მოულოდნელად? — კვლევა
გადახედვა
-
PEN გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს PEN გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
დღეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება დღეს ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული გამოთქმები წყალზე? ქვიზი: როგორ გახსოვს ქართული გამოთქმები წყალზე?
-
SJC: "თამარ მეარაყიშვილის გამოძევება ცხინვალიდან არა მხოლოდ უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილია იქ მცხოვრები ქართველებისთვის" SJC: "თამარ მეარაყიშვილის გამოძევება ცხინვალიდან არა მხოლოდ უფლებების უხეში დარღვევაა, არამედ საგანგაშო გზავნილია იქ მცხოვრები ქართველებისთვის"
გადახედვა
კომენტარები