ირაკლი ღარიბაშვილი

24 Apr. 2023, 14:26

იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, მისმა მოადგილემ ძალიან ავტორიტეტულმა ექიმებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ყველამ გააკეთა, მე ვფიქრობ, ამომწურავი კომენტარი. მათ განმარტება მისცეს, როგორც ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების ოჯახებს, მშობლებს. ბატონი მინისტრი შეხვდა თავად, მისი მოადგილეც. [...]

ჯერ კიდევ რჩება კითხვები და სამწუხაროდ, თქვენ ნახეთ, რომ ხდება გაუგონარი რამ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბით და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ აი, ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია.

პირველ რიგში, მე აქონდროპლაზიის დაავადების ბავშვების მშობლების მიმართ მინდა გამოვხატო ჩვენი სრული თანაგრძნობა, მე მინდა, მათ ვუთხრა, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო მათ გვერდით დგას და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ მე მინდა, მათ ვთხოვო, რომ ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას, ნებსით თუ უნებლიედ. [...]

არავის, არცერთ პოლიტიკოსს, ვინც ახლა ჩართულია ამ კამპანიაში, არ გახსენებია ამ ბავშვების ბედი, საერთოდ არ გახსენებიათ არც მათი მდგომარეობა, არც არაფერი.

მე-6 დღეა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიასთან ღამეს ათენებენ და პრემიერთან შეხვედრას უშედეგოდ ითხოვენ, ამ ფონზე კი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ სახელმწიფო და მთავრობა მშობლების გვერდით დგას და ყველაფერს აკეთებს.

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვები და მათი მშობლები წელიწადზე მეტია, ითხოვენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს, რომელიც საქართველოში არ შემოდის და არც ფინანსდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო…