თიბისის პარტნიორი კომპანიის, ყვარლის ღვინის მარნის ახალი სიცოცხლე პანდემიის შემდეგ
ფოტო: თიბისი
თიბისის მხარდაჭერით, კომპანიამ ყვარლის ღვინის მარანი პანდემიისგან შექმნილი პრობლემები გადალახა, წარმოება გააფართოვა და ღვინის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი სეხნიაშვილი ყვარლის ღვინის მარანზე გვიყვება:
"ვიდრე საკუთარ კომპანიას დავაფუძნებდი, ამ სფეროში მუშაობის დაახლოებით 8 წლიანი გამოცდილება მქონდა დაგროვილი და ზუსტად ვიცოდი იმ გამოწვევების შესახებ, რაც ღვინის ბაზარზე და ღვინის ტურიზმში არსებობდა. ეს გამოცდილება დამეხმარა, მოგვენიშნა კომპანიის ნიშა და სეგმენტი.
კომპანია ყვარლის ღვინის მარანი 2017 წელს დავაფუძნეთ. ძველი მარანი გავაახლეთ, ახალი ქვევრები ჩავყარეთ და 2018 წლის სეზონისთვის მომხმარებელს საფერავის, რქაწითელის და მწვანეს ჯიშებისგან, ტრადიციული კახური მეთოდით დამზადებული, მცირე რაოდენობის წითელი მშრალი და თეთრი მშრალი ღვინოები შევთავაზეთ. ამ წელს დაახლებით 8000 ბოთლი ღვინო გამოვუშვით და ძირითადი გათვლა ქართულ ბაზარზე არსებულ უცხოელ მომხმარებელზე გვქონდა.
მომდევნო, 2019 წელს, უკვე 11 სახეობის 30 000 ბოთლი ღვინო ჩამოვასხით, მცირე რაოდენობა ადგილობრივ ბაზარზე, 30-იოდე მაღალი ხარისხის ღვინის მაღაზიაში ჩავაბარეთ, დიდი ნაწილი კი ექსპორტზე — ავსტრიასა და ჩინეთში გავუშვით.
პირველი ორი წელი ბიზნესი საკმაოდ კარგად აეწყო, თუმცა პანდემია ჩვენნაირი სტარტაპერებისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა და ბიზნესის ფუნქციონირება 2 წლით შეაფერხა.
პანდემიის შემდეგ ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწია. დასახმარებლად თიბისის მივმართეთ და მისი მხარდაჭერა იმდენად დიდი იყო, რომ ყველა სხვა ბანკს ჩავეხსენით და ყველა სამომავლო გეგმაც თიბისის დავუკავშირეთ.
დაწყებული გვაქვს მუშაობა და იგეგმება მწვანეს, წინანდალის, ქისის, საფერავის, რქაწითელის, ალაზნის ველის, ქინძმარაულის, მუკუზანის, მცვივანის, ასევე, ქვევრის ღვინოების — რქაწითელის, ქისის, საფერავის ჩამოსხმა.
ამ ეტაპზე ევროპული ღვინისთვის საწარმო იჯარით გვაქვს აღებული. სამომავლოდ, თიბისის მხარდაჭერით, ვფიქრობთ, შევისყიდოთ ევროპული ღვინის დასამზადებელი ტექნოლოგია და დანადგარები და უკვე საკუთარ საწარმოში ჩამოვასხათ ევროპული ღვინო.
ამჟამად მხოლო საშუალო და მაღალფასიან სეგმენტზე ვმუშაობთ. საკუთარი საწარმოს გახსნისა და ევროპული ღვინის რაოდენობის გაზრდის შემდეგ კი ვფიქრობთ დაბალფასიანი სეგმენტის ათვისებასაც".
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები