გირჩი — მეტი თავისუფლება

22 Apr. 2023, 21:08

აქონდროპლაზიის მქონე 20-მდე ბავშვის წამლით უზრუნველყოფას წელიწადში 6 მილიონ ევრომდე სჭირდება. ბევრად ნაკლები, ვიდრე 100 მილიონი ლარით დაფინანსებულ ე.წ. საზოგადოებრივ მაუწყებელს, ან ქართულ-ჯიგრულ პონტში მოქმედ აწარმოე საქართველოში-ს პროექტს, რომელმაც გასულ წელს, უამრავ მავნებლობაში, ხალხის ჯიბიდან 270 მილიონი ლარი დახარჯა.

ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ არც იმდენად გვიჭირს, რომ 20 ბავშვის სიცოცხლისთვის საკმარისი ფული არ გვქონდეს. შესაბამისად, სოციალური პოლიტიკის რეფორმა უნდა ითვალისწინებდეს:

  • ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების მიზნობრივად ქცევის შედეგად, თითოეულ ოჯახზე გამოყოფილი თანხის მნიშვნელოვნად გაზრდას. 
  • სავალდებულო სახელმწიფო საპენსიო ფონდის გაუქმებას და დაგროვებული ფულის მოქალაქეებისათვის დაბრუნებას;
  • საქველმოქმედო ინიციატივების ხელშეწყობას და წახალისებას საგადასახადო შეღავათების დაწესების გზით. 

წერს პარტია გირჩი — მეტი თავისუფლება ფეისბუქგვერდზე. ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები წელიწადზე მეტია, უშედეგოდ ითხოვენ მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლის შემოტანას, რომლის წლიური დოზაც, დაახლოებით, 200 000 დოლარი ჯდება. ისინი კანცელარიასთან პროტესტს აგრძელებენ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
  2. პრემიერის, პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასები ₾1400-ით იზრდება და ₾16 000 გახდება
  3. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
  4. პოლონეთში 5 თვის ქართველი ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად გარდაიცვალა — დაკავებულია დედა, მამა ძებნაშია
  5. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიოს სააღდგომო ეპისტოლე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ეს იმპროვიზაცია საქართველოს ინტერესებში არ არის — გიორგი კოდუა აბასთუმნის ცის დაკეტვაზე

"რა შუაშია ცა, როცა ეს არის ძალიან მაღლა, ალტიტუდით ზღვის დონიდან და არა მგონია, ვინმეს უშლიდეს. ამას რაღაც ფობიას…