საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ — რა ხდება
ფოტო: კადრი ვიდეოდან
ადამიანის უფლებათა დამცველი და პრესის თავისუფლებისთვის მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილს ღია წერილს უგზავნიან.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოში პრესის თავისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჟურნალისტ ნიკა გვარამიას ციხიდან განთავისუფლება.
- "გვარამიას პატიმრობა, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოთა ევრაზიის რეპრესიული, ავტორიტარული სახელმწიფოების სიაში აყენებს, ზიანს აყენებს თქვენი ქვეყნის რეპუტაციას", — ნათქვამია წერილში.
- ორგანიზაციების შეფასებით, გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციისკენ.
- ისინი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებენ, გააგრძელოს ქართველი ხალხის მიერ უცხოელი აგენტების კანონის მკვეთრი უარყოფის იმპულსი და დაიკავოს მორიგი მნიშვნელოვანი პოზიცია საქართველოში პრესის თავისუფლების და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის გასაძლიერებლად.
- "მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი აღმასრულებელი უფლებამოსილება ნიკა გვარამიას ციხიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად", — ასე სრულდება საერთაშორისო ორგანიზაციების პრეზიდენტისადმი მიმართვა.
ამასთანავე, წერილში მოყვანილია შემდეგი ფაქტები:
- შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ გვარამიას ნასამართლობა "კითხვის ქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი".
- ევროპარლამენტმა რეზოლუციით დაგმო მისი პატიმრობა და ბრალდებებს "საეჭვო" უწოდა.
- საქართველოს სახალხო დამცველმა დაასკვნა, რომ გვარამიას საქმეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უნდა მოჰყოლოდა.
- 2022 წლის ივნისის დასკვნაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ, ევროკომისიამ მოითხოვა, რომ "მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს".
მიმართვას ხელს აწერს ევროპის ჟურნალისტთა ასოციაცია (AEJ), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF), ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ), პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF).
- ხელმომწერთა სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
კონტექსტი: მთავარი არხის დამფუძნებელი 2022 წლის 16 მაისიდან მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტებისთვის სასჯელს იხდის.
- მას 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები