კიდევ 10 შერჩეული სტუდენტი – აგროსფერო ახალგაზრდების ხელშემწყობ პროგრამებს აგრძელებს
ფოტო: აგროსფერო
ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ტექნოლოგიების იმპორტიორმა კომპანია აგროსფერომ, გასული წლის მსგავსად, გამოავლინა 3 სტუდენტი, რომლებსაც ერთწლიან სტიპენდიას გადასცემს. ამასთან ერთად, სტიპენდიატებს და მაღალი მოსწრების მქონე კიდევ 7 სტუდენტს საშუალება მიეცემათ გაიარონ სტაჟირება კომპანიის ბაზებზე და გამოცდილ გუნდთან ერთად შეიძინონ პრაქტიკული ცოდნა.
აგროსფერომ სასტიპენდიო და სტაჟირების პროგრამები გასულ წელს წამოიწყო და ყოველწლიურად აგრო-მიმართულებების 10 სტუდენტს ცოდნის გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს, მათგან სამს კი სტიპენდიასაც გადასცემს. პროგრამებს კომპანია აგრარულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ახორციელებს.
"ჩვენი მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის პოპულარიზაცია, ახალგაზრდებისთვის განვითარების მეტი შესაძლებლობის მიცემა, მოტივირება და იმ სტუდენტების წახალისება, რომელთაც ეს სფერო ნამდვილად უყვართ. ვიმედოვნებთ, რომ აგროსფეროს პროგრამები სოფლის მეურნეობით მეტი ახალგაზრდის დაინტერესებას შეუწყობს ხელს და, ამასთანავე, უზრუნველყოფს მათ წინსვლასა და განვითარებას", – ამბობს აგროსფეროს სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, მარიამ მერაბიშვილი.
აგროსფეროს სასტიპენდიო და პრაქტიკა-სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრარული უნივერსიტეტის III-IV კურსის აგრონომიის, მევენახეობა-მეღვინეობისა და მექანიკის ინჟინერიის სტუდენტებს. შერჩევის მთავარი კრიტერიუმები მონაწილეთა მაღალი მოსწრება და მოტივაციაა.
შერჩეული სტუდენტები სტაჟირებას სხვადასხვა მიმართულებით გაივლიან. პროგრამა მოიცავს პრაქტიკის გავლას აგროსფეროს სერვის ცენტრებში, კომპანიის სპეციალისტებთან ერთად ფერმერებთან კონსულტაციის პროცესის გაცნობას, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურის მოყვანასა და წარმოებაში მონაწილეობის მიღებასა და სხვა აქტივობებს. მიმართულებებს მონაწილეები, თავიანთი
სპეციალობისა და ინტერესების გათვალისწინებით, თავად აირჩევენ.
აგროსფერო 18 წელზე მეტია ქართველ ფერმერებს ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითა და აგროტექნიკით უზრუნველყოფს. კომპანია ეფუძნება თანამედროვეობის კონცეფციას და ფერმერებისთვის დარგში არსებული ახალი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. სწორედ ამიტომ, ინოვაციური პროდუქციის იმპორტისა და დისტრიბუციის გარდა, აგროსფეროს გუნდი ფერმერებს უწევს აგრო-კონსულტაციასაც და საქმიანობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვაში ეხმარება. სოფლის მეურნეობის დარგით დაინტერესებული ახალგაზრდების ხელშემწყობი პროგრამები კი მან 2022 წლიდან წამოიწყო და მათ გაგრძელებას მომდევნო წლებშიც გეგმავს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები