ირაკლი ღარიბაშვილი

14 Apr. 2023, 13:06

წელს 45 წელი შესრულდა 1978 წლის 14 აპრილის უპრეცედენტოდ ხალხმრავალი მშვიდობიანი მანიფესტაციიდან, როცა ქართველი ერი წინ აღუდგა საბჭოთა ხელისუფლების მცდელობას, ახალი კონსტიტუციით გაეუქმებინა ქართული ენის სახელმწიფო სტატუსი. ქართველებმა მშობლიური ენის დასაცავად ბრძოლაში გაიმარჯვეს. ეს იყო პირველი შემთხვევა საბჭოთა კავშირის ისტორიაში, როდესაც სახალხო პროტესტის შედეგად რეჟიმმა უკან დაიხია. ეს გამარჯვება სამაგალითო აღმოჩნდა სხვა რესპუბლიკებისათვის და მათი კონსტიტუციების საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბებაზეც მოახდინა გავლენა.

14 აპრილი თავად ქართველმა ხალხმა აქცია ქართული ენის დღედ. ქართული ენის დაცვისა და განვითარებისათვის შეიქმნა სახელმწიფო ენის 10-წლიანი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. ჩვენი დედაენა ჩვენი იდენტობის, ერთიანობისა და სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. 1978 წელს პროტესტმა შედეგი გამოიღო და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა — 12 წლის შემდეგ კი 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო…