ალდაგი გაერთიანებული ერების გლობალურ შეთანხმებას შეუერთდა
ფოტო: ალდაგი
სადაზღვევო კომპანია ალდაგი გაერთიანებული ერების გლობალურ შეთანხმებას შეუერთდა. შეთანხმების წევრობით, ალდაგი იღებს ვალდებულებას გაეროს გლობალური მიზნები გახადოს კომპანიის სტრატეგიის, კულტურისა და ყოველდღიურობის ნაწილი და მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ პროექტებში, რომლებიც დაეხმარება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნების საქართველოში განხორციელებას.
გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმება კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა მსოფლიოში და ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას, ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და ანტიკორუფციული შეთანხმების ათი პრინციპის დაცვით.
გაეროს გლობალური შეთანხმება 160-ზე მეტ ქვეყანაში 18 000-ზე მეტ კომპანიასა და 4 000-მდე არასამეწარმეო ორგანიზაციას აერთიანებს.
"მოხარული ვართ, რომ გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების მონაწილეები ვართ. მზად ვართ, ვიმოქმედოთ გლობალური შეთანხმების 10 პრინციპის შესაბამისად — ადამიანის უფლებების, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებით. გვჯერა, რომ ჩვენი წევრობა და თანამშრომლობა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან პროდუქტიული იქნება", — აცხადებს ალდაგის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ქეთევან მაღალაშვილი.
ალდაგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი კერძო კომპანიაა და დღემდე სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერად რჩება. 2023 წლისთვის ალდაგის პორტფელში 100 000-მდე დაზღვეული მომხმარებელია. ალდაგი იყო პირველი, რომელმაც საქართველოში არაერთი საერთაშორისო პარტნიორი, მათ შორის მსოფლიოს უმსხვილესი გადამზღვევი კომპანიები Swiss Re, Trans Re, Hannover Re, LLoyd’s of London შემოიყვანა და ხელი შეუწყო დაზღვევის კულტურის განვითარებას.
ალდაგმა წლების მანძილზე ზრდისა და განვითარების მიზნით, არაერთი შერწყმა და ტრანსფორმაცია განახორციელა. დღეს ის საქართველოსა და კავკასიის რეგიონში საუკეთესო სადაზღვევო კომპანიად არის აღიარებული. (EUROMONEY, world finance, global brand magazine). 2020 წელს ალდაგს მიღებული აქვს Global Compact Georgia სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო ინოვაციების დანერგვისთვის.
მხოლოდ 2022 წელს ალდაგმა ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს 43 მილიონი ლარის ოდენობით ზიანი აანაზღაურა. ალდაგი წარმოდგენილია არასასიცოცხლო (property and casualty (P&C) დაზღვევის სეგმენტში და მომხმარებელს სთავაზობს 80-ზე მეტ საცალო და კორპორატიულ სადაზღვევო პროდუქტს.
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა
კომენტარები