ნინო ქადაგიძე

10 Apr. 2023, 14:07

მე ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი და მოზომილი მათთან ურთიერთობაში. ვთვლი, რომ დღეს დადგა ის მომენტი, როდესაც მე ვითხოვ უკუგებას მათგან, ამიტომ, შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული, თუმცა ვთვლი აქვე, რომ შეცდომის აღიარება, ეს არის მხოლოდ ძლიერის თვისება და აქედან გამომდინარე, ვიტოვებ ძალიან დიდ იმედს, რომ შესაბამისი თანამდებობის და შესაბამისი უწყებების მხრიდან, ეს საკითხი აუცილებლად გადაიხედება.

დამატებით, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იყოს შემუშავებული, რაზეც ჩვენ ბატონ ირაკლისაც [ღარიბაშვილს] ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად, გამორიცხავს სასამართლოში რამე ფორმით ჩარევას და აგრეთვე, მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას. 

ამბობს უზენაესი სასამართლოს თავმდჯდომარე ღარიბაშვილისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ. მოსამართლეებმა პრემიერმინისტრათ შეხვედრა მას შემდეგ მოითხოვეს, რაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო ოთხი მოსამართლე დაასანქცირა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ