ვოლოდიმირ ზელენსკი

9 Apr. 2023, 22:47

დღეს რუსეთმა დაბომბა ზაპოროჟიე. დაარტყა სახლს საცხოვრებელ კორპუსში. მასში სამი ადამიანი იყო: კაცი, ქალი და პატარა გოგო. მას ირინა ერქვა. წელს 11 წლის გახდებოდა. ის მოკლეს. ქმარიც. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. ქალი ახლა მძიმე მდგომარეობაშია, საავადმყოფოშია, მკურნალობს.

ასე ატარებს ტერორისტული სახელმწიფო ამ ბზობის კვირას. ასე აქცევს რუსეთი თავს სამყაროსგან, კაცობრიობისგან კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში. 

ყველა ნათელი ქრისტიანული დღესასწაული გვასწავლის, რომ შეიძლება, არ ვიცოდეთ, როგორ, მაგრამ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ბოროტება დამარცხდება. რწმენა უნდა გვქონდეს. და ჩვენ გვჯერა. ჩვენ უნდა მივიყვანოთ ბოროტება დამარცხებამდე. [...]

დიდება ყველა უკრაინელ გმირს! ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია! მარადიული და ნათელი ხსოვნა ყველას, ვინც სიცოცხლე გასწირა უკრაინისა და უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად! დაე, მომავალ წელს ბზობის კვირა მშვიდობასა და თავისუფლებაში გაატაროს ჩვენმა ხალხმა!

დაე, შესმენილი იყოს მშვიდობისთვის ყველას ლოცვა, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს. დიდება უკრაინას!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ