კელი დეგნანი

7 Apr. 2023, 16:38

ძალიან სასარგებლო შეხვედრა მქონდა, ყოველთვის სასარგებლოა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა, განვიხილავთ სხვადასხვა საკითხი, რაზეც ვთანამშრომლობთ. ჩვენ გვქონდა საუბარი დამატებით ნაბიჯებზე, რა უნდა გადაიდგას და რით უნდა დაეხმაროს აშშ საქართველოს პარლამენტს, რომ გაგრძელდეს სამართლებრივი რეფორმები და სასამართლო სისტემის რეფორმა, იმიტომ რომ ეს გახლავთ 12 რეკომენდაციის შემადგენელი ნაწილი, როგორც სასამართლო სისტემის რეფორმა, ასევე კორუფციასთან ბრძოლა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში საქართველო შეძლებს და მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა ამისთვის სამუშაოა ჩასატარებელი.

ჩვენ ვიცით, რომ არსებობს რეკომენდაციები ვენეციის კომისიისგან, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ დაკმაყოფილდეს ის სტანდარტი სასამართლო სისტემის რეფორმასთან, რაც გაწერილია 12 რეკომენდაციაში და ერთ-ერთი საკითხი გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება. ამ რეფორმაზე საუბარია ვენეციის კომისიის ბოლო 4 მოხსენებაში და ასევე იმ ანგარიშში, რომელიც არის წარმოდგენილია ბოლო თვეს, თუმცა მეტი უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო…