მიხეილ სარჯველაძე

7 Apr. 2023, 14:01

მხოლოდ ღია წყაროებით გასული ინფორმაცია, სადაც არასამთავრობოების კრიტიკას ვისმენთ ცალკეული მოსამართლეების ან სასამართლო სისტემაში შესაძლო არსებული პრობლემების შესახებ, საკმარისი არ იქნება და რა თქმა უნდა, საზოგადოება უფლებამოსილი და ღირსია, გაიგოს, რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი ან წინაპირობა.

რაც შეეხება საკითხს, რომ საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდეს, ეს აზრი არ მომწონს. პარლამენტი არ არის ადგილი, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე იმსჯელოს და რეაგირება მოახდინოს. ეს დააკნინებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს. სასამართლო ხელისუფლება ყოველთვის უნდა იყოს დამოუკიდებელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო — პოლიტიკური ხელისუფლებისგან.

განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ქართველი მოსამართლეები, ე.წ კლანის წევრები, ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე დაასანქცირა. ოპოზიცია პრეზიდენტს მიმართავს, რიგგარეშე სხდომა მოიწვიოს, რათა საგამოძიებო კომისია შექმნას, რომლის მიზანი იმ კორუფციული ფაქტების შესწავლა იქნება, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ