ვლადიმერ კაკაბაძე

7 Apr. 2023, 13:07

ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკური ისტებლიშმენტის მიერაა მიღებული რომლის მორალი კარგად იკითხება აშშ-ს ერთ ერთი პრეზიდენტის ცნობილ გამონათქვამში "ის ძაღლის შვილია მაგრამ ჩვენი ძაღლის შვილი". ამიტომ, ჩვენი სამშობლოს თუ სასამართლო სისტემის მშვიდობიანად, დამოუკიდებლად და სტაბილურად განვითარების მოწინააღმდეგე სუბიექტების მხარდაჭერა, სიმართლე გითხრა, აშშ-ს ზოგიერთი წარმომადგენლისგან აღარც მიკვირს. ცივი ომის "საუკეთესო ტრადიციების" სტილში მიღებული ეს გადაწყვეტილება კი მახსენებს სამწუხარო რეალობას, რომ ბევრ ქვეყანაში და მრავალი ადამიანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიო ჟანდარმის სტატუსში აღიქმება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, თანასწორი პარტნიორობის ნაცვლად საკუთარ მოკავშირეებს უხეში ფორმით კარნახობს მხოლოდ მისთვის სასურველ თამაშის წესებს. სამწუხაროდ, ამგვარი დამოკიდებულება უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მიმართაც ვლინდება რაც გულდასაწყვეტი და დასაფიქრებელია.

პ.ს. დიდი ხანია გასული, რაც ვიეტნამში ქალებს და ბავშვებს ქიმიური იარაღით აღარ წამლავთ, ბატონო ბლინკენ?! იმედია, მეც დამასანქცირებთ! პატივისცემით, ვლადიმერ კაკაბაძე. 

წერს თავისი კოლეგის, ლევან თევძაზის კომენტარებში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე, ვლადიმერ კაკაბაძე. თავად თევზაძემ ფეისბუქგვერზე მხარდაჭერა გამოუცხადა კორუფციულ საქმიანობაში ჩართვისთვის სანქცირებულ მოსამართლეებს. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ