სახდეპის მაღალჩინოსანი: დიდი ხანია, შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით
ფოტო: Reuters
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ანონიმურობის პირობაზე დაყრდნობით, ამერიკის ხმასთან იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც, სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველ მოსამართლეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა.
სატელეფონო საუბარში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი განმარტავს, რომ ის გადაწყვეტილება, რაც ვაშინგტონში მიიღეს სანქცია არაა და მნიშვნელოვანია, რომ განსხვავება ამ ორს შორის მკაფიოდ იყოს განმარტებული: "ტექნიკურად ეს სანქციები არა, ეს ვიზის შეზღუდვაა. მათ შორის განსხვავებაა.
მაგალითად მაგნიტსკის გლობალური აქტის სანქციები, რომელიც ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს აქვს მიღებული, გულისხმობს ფინანსურ სასჯელსაც. სანქციებს შეუძლიათ გაყინონ ასეტები, დაბლოკონ ფინანსური გადარიცხვები ამერიკის მოქალაქეს, თუ კომპანიებსა და სანქცირებულებს შორის და ა.შ ეს მხოლოდ ვიზის შეზღუდვებია", — ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის ექსპერტი.
რაც შეეხება მოტივებს. ამერიკის საგარეო უწყების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სახელმწიფო მდივანს კანონი ავალდებულებს კორუფციული სქემის ან ქმედების შესახებ ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, ამ პირების წინააღმდეგ შეზღუდვები შემოიღოს: "როდესაც მთავრობის ოფიციალური პირები შემჩნეული არიან მნიშვნელოვან კორუფციაში და ამის დამამტკიცებელი სანდო ინფორმაცია არსებობს, ამ პირებს ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აკრძალვა ეხება მათი ოჯახის წევრებსაც, მეუღლეებს და შვილებს. ეს სავალდებულო უფლებამოსილებაა, რომელიც სავალდებულო 5-6 წლის წინ გახდა. ის მიზნად ისახავს კორუფციის შეკავებას და მასზე პასუხისმგებლობის დაკისრებას“.
სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 აპრილს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ჩართულობის გამო ამერიკაში შესვლა აუკრძალა.
"ეს პირები ბოროტად იყენებდნენ სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების პოზიციებს და ძირს უთხრიან კანონის უზენაესობას და საზოგადოების რწმენას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისადმი", — ეწერა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მთავრობაში ამ გადაწყვეტილებას მწვავედ გამოეხმაურნენ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი "გასვარეს" და რომ ამ გადაწყვეტილების უკან კორუფცია დგას. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია ვისზე ან რა კორუფციულ გარიგებებზე საუბრობდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ოთხი მოსამართლისა და მათი ოჯახებისთვის ამერიკაში მოგზაურობის აკრძალვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა და ის საქართველოს დასჯად არ ისახავს მიზნად.
"პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ვიზის შეზღუდვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა. როგორც ჩემი კოლეგები დაადასტურებენ, როდესაც სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია უცხოელი თანამდებობის პირების მიერ მნიშვნელოვან კორუფციაში ჩართულობის შესახებ, ჩვენი კონგრესი გვავალდებულებს, რომ ამ პირებს ავუკრძალოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა", — ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.
ის ასევე განმარტავს, რომ შეზღუდვები მოსამართლეებს დაუწესდათ, ვინაიდან ისინი "ჩართული არიან მნიშვნელოვან კორუფციაში და ეს დაკავშირებულია მათ ახლანდელ ან ყოფილ პოზიციებთან. მათმა კორუფციულმა ქმედებებმა ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში, შესაბამისად, საფრთხე შეუქმნა საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისა და ნატოსკენ".
არჩილ თალაკვაძემ, ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა მომხდარს "სამწუხარო" უწოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ენტონი ბლინკენს წერილი მისწერა, სადაც გადაწყვეტილების გადახედვა სთხოვა.
თუმცა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ამ ოთხი მოსამართლისთვის პასუხისგების გარდა, ამ გადაწყვეტილებას სხვა მოტივებიც აქვს: "ეს ქმედება აჩვენებს ჩვენს ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების სამომავლოდაც მხარდაჭერაში, ასევე იმის აუცილებლობას, რომ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა გადადგან საჭირო ნაბიჯები აუცილებელი რეფორმების გასატარებლად, რათა დარწმუნდნენ, რომ არსებობს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო.
ჩვენ დიდი ხანია შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო“.
დამოუკიდებელი სასამართლო და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან ერთ-ერთია. იმისთვის, რომ საქართველომ უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს 12-ვე მოთხოვნა უნდა შესრულდეს. სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ მათი სურვილია ქართველ ხალხს სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარონ.
"მინდა, დავარწმუნო, როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე ქართველი ხალხი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ნებისმიერი გზით, რომ შეასრულოს ის ნაბიჯები, რომელიც გასულ წელს ევროკავშირმა წარუდგინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტირება ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, რომლისკენაც ევროკავშირი ქართულ ოცნების მთავრობას მოუწოდებდა. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ეს ქმედება წაახალისებს ქართულ ოცნებას, რომ გამოიძიოს და აღმოფხვრას კორუფცია, რომ გაატაროს საჭირო რეფორმები, რათა გარანტირებული იყოს მიუკერძოებელი სასამართლო და რომ ეს მოხდეს ინკლუზიურად", — ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობაში კითხვები გაჩნდა. ისინი მოითხოვენ, რომ ამერიკამ მტკიცებულებები წარადგინოს იმასთან დაკავშირებით, რის საფუძველზე მიიღო ოთხი ქართველი მოსამართლისთვის ვიზის შეზღუდვების დაწესება.
ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ თქვა: "ნული მტკიცებულება. არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი, ჩვენ გვიმალავენ? ან რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ ან საზოგადოებას მაინც უთხრან. კარგი, ენჯეობის გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და საზოგადოებას უთხარი, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა დანაშაული ჩაიდინეს. რატომ არ ამბობ, თუ მტკიცებულება გაქვს? აქ სად არის ლოგიკა? რა თქმა უნდა, აქ არ არის არავითარი ლოგიკა. არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოხდეს ჩარევა დამოუკიდებელ სასამართლოში".
სახელმწიფო დეპარტამენტში არ განმარტავენ, ზუსტად რა კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ, თუმცა ამბობენ: "ეს გრძელი პროცესია, მისი მიღების განხილვის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ ძალიან საფუძვლიანი პროცესია, ყოველთვის ვრწმუნდებით, რომ სანდოობას მკაცრად ვამოწმებთ და დარწმუნებულები ვართ იმ ინფორმაციაში, რომელიც გვაქვს".
მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ამერიკაში ჩასვლის აკრძალვასთან ერთად, საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. ამას სახელმწიფო დეპარტამენტში კატეგორიულად უარყოფენ: "ამერიკის შეერთებულ შტატებს და დასავლეთს არასდროს უცდია, რომ ჩაერთო საქართველო ომში. განცხადებებზე, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ მეორე ფრონტის გახსნაში, მინდა, გითხრათ, რომ პირველი ფრონტის არსებობაც არ გვსურს. ეს კითხვაა, რომელიც ვლადიმირ პუტინს უნდა დაუსვან. ჩვენ არ გვსურს არცერთ ფრონტზე ყოფნა. ასე რომ, არა, არანაირად არ ვუჭერთ მხარს მეორე ფრონტს და ასევე არასდროს გვითხოვია საქართველოსა, თუ სხვა ქვეყნისთვის რაიმე მსგავსის გაკეთება", — ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.
ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესება უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომლის მსგავსიც საქართველო-ამერიკის 30 წლიანი ურთიერთობების პერიოდში არ მომხდარა. შეკითხვაზე იქონიებს თუ არა ეს გავლენას ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გვეუბნება: "საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე ათწლეულებია, რაც ძლიერი პარტნიორული ურთიერთობა აქვთ. ამერიკის მთავრობა და ამერიკელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას, რათა შეძლონ მიაღწიონ სასურველს. ასე რომ იმედი მაქვს, რომ განგრძობითი ფოკუსი იქნება იმაზე, როგორც დავეხმაროთ საქართველოს მიაღწიოს თავისთვის დათქმულ მიზნებს და როგორ შეუძლიათ ამერიკის შეერთებული შტატების მსგავს პარტნიორებს ერთად იმუშაონ, რათა [საქართველოს] ამაში დაეხმარონ".
შეერთებული შტატების დიპლომატიური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამბობს, რომ ამერიკა კვლავ იდგება ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ მიღწეული იყოს ანგარიშვალდებულება იმ პირებისთვის, რომლებიც საჯარო მოხელის ძალაუფლებას პირადი ინტერესებისთვის იყენებენ. "ჩვენ ვდგავართ ყველა იმ მოსამართლის გვერდით, ვინც პატიოსნად და სიმამაცით, მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად მოქმედებს", — ნათქვამია განცხადებაში.
-
"ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"? "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" — რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
კომენტარები