ლევან მურუსიძე

6 Apr. 2023, 15:42

ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო-სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს. სრულიად წარმოუდგენელ თემად მიმაჩნია მე. ცდილობდა გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდგომ, აი, ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო დაპირისპირება სასამართლო სისტემაში.

ეს არის გათვლილი. არასამთავრობო ორგანიზაციების ჟივილ-ხივილი არის, რაღაც მხიარულება ისმის მათი, რომ სასამართლო სისტემაში წავა დაპირისპირება. გულწრფელად გეუბნებით, იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ, მგონი, ისე მიდის სიტუაცია, რომ ის მიზანი, რასაც ეს სანქციები ითვალისწინებდა, რომ აქ სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები და შესაბამისად, მოხდებოდა არეულობა და სასამართლო სისტემის დაქვემდებარება აშშ-ის საელჩოსადმი, მგონი, ალბათ, მეეჭვება, რომ მოხდეს. 

თუმცა, ვფიქრობ, რომ ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ხანდახან იმასაც ვფიქრობ, რომ შეიძლება, სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ. იმდენად დიდი მიზანი არის მათი, სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში.

ამის შესახებ ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. ე.წ. კლანის წევრი მოსამართლეები გუშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაასანქცირა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ