ილია დარჩიაშვილი

5 Apr. 2023, 00:56

ქართველებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მიზანი. ეს არის სტრატეგიული ხედვა და გარანტია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის...

დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა NATO-სთვის, რადგან კიდევ ერთ, ოცდამეთერთმეტე წევრს, ფინეთს მიესალმებიან ალიანსში. როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა: "მნიშვნელოვანი დღეა ფინეთის უსაფრთხოებისთვის, ნორდიკული უსაფრთხოებისთვის და მთლიანად ნატოსთვის". მოკავშირეები ასევე შეთანხმებული არიან რომ, შვედეთის გაწევრიანების პროცესიც უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს. საქართველო მიესალმება ალიანსის ამ გადაწყვეტილებებს, რაც კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ NATO ყოველთვის ასრულებს მიღებულ გადაწყვეტილებებს. [...]

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ის გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა ევრო-ატლანტიკურ ერთობაში თავისი ადგილის მოსაპოვებლად გამოიარა განუზომელია. იმ ქართველი ჯარისკაცების ღვაწლი რომლებმაც საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას თავი შესწირეს, კარგად არის ცნობილი, განსაკუთრებით აქ მყოფი საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ NATO-ს დახმარებითა და მხარდაჭერით, საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები

თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც ალიანსის დაარსების 74-ე წლისთავს მიეძღვნა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ