ირაკლი ღარიბაშვილი

3 Apr. 2023, 15:06

ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში რაც მოხდა კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს, 4 ადამიანი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული, ადგილზე მოკლეს 4 ადამიანი, რომელიც შეიჭრა კონგრესის შენობაში. ჩვენთან ეს თურმე ნორმაა, რომ ეს ანარქისტები შეგვეშვა პარლამენტის შენობაში, თურმე ნორმაა, რომ ცეცხლი გაუხსნან პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებით და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს, არ უნდა დავიჭიროთ არავინ, არავინ უნდა დავსაჯოთ და ამ ანარქისტებს და ქაოსის დამთესველებს, ქვეყნის მტრებს მივცეთ საშუალება, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა.

ამას, რა თქმა უნდა, არ ვიზამთ. ამერიკაში, შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი იქნა მხილებული, მრავალი ათეული წლით გაუშვეს ციხეში, ოთხი ადამიანი ადგილზე მოკლეს. ევროპის ქვეყნებში ხედავთ რაც ხდება, ევროპაში როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, სტაბილურობას, მანდ უკომპრომისო ბრძოლა მიდის. ჩვენთან ასე სუფთად ჩაატარა პოლიციამ ღონისძიება, არავინ დაშავებულა რეალურად, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ და დღეს გვეუბნებიან დღეს, რომ თურმე მოლოტოვის კოქტეილს რომ ისვრის ვიღაც ანარქისტი და ქვებს რომ უშენენ პოლიციას ამაზე უნდა დავხუჭოთ თვალი, ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება და კანონი აღსრულდება ყველას მიმართ. ეს უნდა იყოს, რა თქმა უნდა, დაფუძნებული მტკიცებულებებზე და არავის უსამართლოდ არ დავსჯით, არ დაგვისჯია, არც არავინ დაისჯება. ეს მინდოდა მეთქვა. ჩვენ გვინდა ახლა დამშვიდება, საზოგადოებას სჭირდება მშვიდობა, სიწყნარე, მეტი სამუშაო ადგილები, მეტი კეთილდღეობა გვჭირდება და ის სიკეთეები, რაც ჩამოვთვალე, ესაა ჩვენი მთავარი ამოცანა, მეტი პროექტების მშენებლობა დაა მეტი განვითარება


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ