ვარდიაშვილის ადვოკატმა სასამართლოზე ვაჟა სირაძის დაკითხვა მოითხოვა
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
რატომ არის მნიშვნელოვანი: პუბლიკას დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
- კადრებში ჩანს, რომ დაკავებამდე ვარდიაშვილი გზის განაპირას დგას, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე კი მისი დაკავების მითითებას მას შემდეგ იძლევა, რაც შეძახილი "მოღალატე" ისმის.
- ამავე ვიდეოშივე ისმის მოქალაქეების სიტყვები, რომ ვარდიაშვილი ჟურნალისტია, პასუხად, სირაძე ამბობს: "რა ჟურნალისტია, პოლიტიკოსი ხარ", რის შემდეგაც მას აკავებენ.
- როგორც პუბლიკა წერს, ვარდიაშვილის ადვოკატმა გუშინდელ სხდომაზე წარადგინა ვიდეო, სადაც ჩანს სირაძე და ისმის ხმა: "გამოათრიეთ აქედან", დავაი, გაათრიეთ".
დეტალები: ვარდიაშვილის ადვოკატმა პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობა დააყანა, მათ შორის, მოწმის სახით სირაძის გამოკითხვა იყო.
- გამოცემის ცნობით, დაცვის მხარეს სურდა, კითხვები პირადად დაესვა სირაძისთვის, თუ რა და რატომ ჩათვალა მან ვარდიაშვილის მხრიდან სამართალდარღვევად.
რა მოხდა სასამართლოზე: როგორც პუბლიკა წერს, შსს-ს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ვარდიაშვილი უშუალოდ პოლიციელმა გიგა მოდებაძემ დააკავა და მისი გამოკითხვა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისთვის საკმარისი იქნებოდა.
- მათივე ცნობით, გამოკითხულმა გიგა მოდებაძემ სხდომაზე აღნიშნა, რომ ვარდიაშვილი გზის სავალ ნაწილზე დადიოდა და იგინებოდა — ხოლო კითხვაზე, ვისი მისამართით, უპასუხა, რომ კანონის.
- ამასთან, მოდებაძემ დაადასტურა, რომ ვარდიაშვილი სირაძის მითითებების შემდეგ დააკავა.
- საბოლოოდ, მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ვაჟა სირაძის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
- გადაწყვეტილება 18 აპრილს 17:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
ვარდიაშვილის ადვოკატი 31 მარტს 00:28 საათზე წერდა, რომ პროცესის დაწყებას 15 საათი ელოდებოდნენ და ის რაც სასამართლოებში ხდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის განხილვისას არაადამიანური მოპყრობაა.
- "სასამართლოს შეუძლია ამ სხდომების განხილვა გონივრული ვადით გადადოს, ადამიანურ პირობებში განიხილოს, რადგან არავითარი კანონისმიერი "დაბრკოლება" არ აქვს", — წერდა ის.
- მისივე ინფორმაციით, სასამართლო რამდენიმე საათის დაგვიანებით, 05:06 საათზე დასრულდა.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები