მიხეილ სარჯველაძე

25 Mar. 2023, 16:51

შთაბეჭდილება გამიჩნდა, რომ უფრო მეტად ოპოზიციის გულშემატკივრობა და ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციური ხმის დემონსტრირება იყო პრეზიდენტის ამოცანა, როგორც ჩანს. [..]

როდესაც განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ოლიგარქია, ცოტა მეტი, ოდნავ მეტი წინდახედულობა [სჭირდება] ეს ერთი და ალბათ, კვალიფიციურობაზეც უნდა ვისაუბროთ. იმიტომ, რომ ოლიგარქობა არ ნიშნავს მხოლოდ გარკვეული კაპიტალის ფლობას, ეს კარგად უნდა ესმოდეს ყველას. გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება მიიღებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ამაზე კითხვის დასმის შესაძლებლობა და უფლება პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს, როდესაც მან გადასარევად იცის, სადაც და როგორც მიიღება ეს გადაწყვეტილებები — ეს არის საქართველოს პარლამენტი, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები, საქართველოს მთავრობა, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები

აბმობს ქართული ოცნების დეპუტატი. გუშინ, 24 მარტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა: "ივანიშვილი ოლიგარქია, იმ გაგებით ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ