ირაკლი ღარიბაშვილი

12 Mar. 2023, 20:22

დადასტურებული ინფორმაცია მინდა, გავიზიარო ჩვენს ხალხს. განსაკუთრებით ეს ფრანკლინის კლუბის ახალგაზრდები და ეს დატრენინგებული გირჩის დესტრუქციული, ზურაბ ჯაფარიძეს გირჩის მოძრაობის წევრები იქცეოდნენ ყველაზე მეტად პროვოკაციულად და გამომწვევად. მათ ჰქონდათ პირდაპირი მიცემული დავალება, რომ შესულიყვნენ დაპირისპირებაში სპეცდანიშნულების რაზმებთან, პოლიციასთან. გამოეწვიათ მათი პროვოცირება.

საიდან გაჩნდა მოლოტოვის კოქტეილები, ბრჭყალებში, მშვიდობიან აქციაზე? მე მინდა მივმართო ჩვენს საზოგადოებას, მათ მშობლებს. ჩვენს ძმებს და დებს, ყველას. ჩვენ როგორი საზოგადოების მშენებლობა გვინდა? [...]

აქ ვინ ბედავს, როგორ ბედავენ, რომ ამ ახალგაზრდებს იყენებენ ფარად, წინა ხაზზე უშვებენ, ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს, თქვენ ნახეთ კადრები, 60-მდე პოლიციელი არის დაშავებული, ლამის, ცოცხლად დაიწვა რამდენიმე პოლიციელი. ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ? ყველა ეს ადამიანი იქნება დასჯილი უმკაცრესად. 

ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი რამდენიმე დღიანი დუმილის შემდეგ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეების ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშლას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა

პენიტენციური სამსახურის ცნობით, რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა…