ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინას აქამდეც გამოუყენებია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

  • ზელენსკის ცნობით, სანქციების დაწესება ხურავს ათობით მილიარდი გრივნას ღირებულების სქემებს და ეს არ იქნება ასეთი ბოლო გადაწყვეტილება.
  • ბრძანება ეხება 280-ზე მეტი კომპანიასა და 120 ადამიანს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მუშაობდნენ და სხვადასხვა რუსულ სქემებს აფინანსებდნენ.

დეტალები: ზელენსკის თქმით, ეს ახალი სანქციების ნაბიჯია ბოროტი სახელმწიფოს წინააღმდეგ.

  • მისივე თქმით, გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზადდებოდა, შესაბამისად, საფუძვლიანად არის შემუშავებული და მომზადებული.
  • ესაა კომპანიები და ფიზიკური პირები, რომლებმაც უკრაინიდან სათამაშო სქემებით მიიღეს თანხები და დააფინანსეს სხვადასხვა რუსული საქმე.