მწვანეები

9 Mar. 2023, 16:47

ერთობლივი განუწყვეტელი ბრძოლის შემდეგ ქართულმა ოცნებამ თითქოს უკან დაიხია! რეალურად, ხელისუფლება ცდილობს უდიდესი თვითორგანიზებული მუხტის ჩაქრობას და ჩვენგან ფარულად, სიტუაციის კონტროლის კვლავ თავის თავზე აღებას.

რეალურად, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის "უკან გაწვევის" შესაძლებლობა არ არსებობს. ამისათვის საჭიროა, საპარლამენტო უმრავლესობამ მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭიროს რუსულ კანონს! გარდა ამისა, მოვითხოვთ უკანონოდ დაკავებული ჩვენი თანამებრძოლების სასწრაფოდ გათავისუფლებას.

თანამოაზრეებო:

გთავაზობთ, დღეს შევიკრიბოთ გმირთა მოედანზე, საღამოს 18.00 საათზე და ვაჩვენოთ ხელისუფლებას, თუ ვისია ქვეყანა! ჩვენი გეგმაა, 18.00 საათზე შევიკრიბოთ ზოოპარკის წინ, სიმბოლურად გადავკეტოთ გმირთა მოედნის მოძრაობის ერთი ნაწილი საიდანაც, 18.30-ზე მარშით დავიძრებით და სამოქალაქო საზოგადოების სხვა ჯგუფების მიერ პარლამენტთან დაანონსებულ აქციას შევუერთდებით.

ჩვენი ქმედების მიზანია, დავანახოთ ხელისუფლებას, რომ მორიგი ტყუილი მათ არ გაუვათ! თავის დაძვრენის შემთხვევაში, ჩვენ მუდმივ რეჟიმში, სხვადასხვა ლოკაციაზე დავაანონსებთ მშვიდობიან სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, რომლის მიზანი იქნება მოღალატე ხელისუფლებისთვის მაქსიმალური დისკომფორტის შექმნა.

თანამოქალაქეებო!

ვითვალისწინებთ, რომ დღეს, გმირთა მოედნის ერთი ნაწილის დროებითი, სიმბოლური გადაკეტვით, დისკომფორტი შეგექმნებათ. გთხოვთ, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან თუ მანქანებიდან თქვენი სიგნალებით მხარდაჭერა გამოუცხადოთ მიმდინარე ბრძოლას. გვჯერა, რომ მცირე დისკომფორტი დღეს, თავიდან აგვარიდებს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას ხვალ.

არა რუსულ კანონს! დიდება დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოს, რომლისთვისაც ჩვენმა გმირმა წინაპრებმა მრავლად იბრძოლეს! იპოვე გმირი საკუთარ თავში და გამოდი გმირთა მოედანზე, 18:00 საათზე!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  2. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  3. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა
  4. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  5. ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ