ჯუანშერ ბურჭულაძე

3 Mar. 2023, 20:05

მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ სტუდენტებს შეეხებათ მხოლოდ ნებაყოფლობითი სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა. იქნება რამდენიმე, სხვადასხვა მაქსიმალურად კომფორტული საშუალება. ვფიქრობ, ჩვენ ასევე გვექნება საშუალება, რომ უმაღლეს განათლებულსაც მივცეთ იმის საშუალება, რომ ზუსტად ამ პროგრამით, რასაც ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებს, წელიწადში ერთი თვის განმავლობაში, გაიარონ სავალდებულო სამსახური.

გვაქვს ბენეფიტებზე აწყობილი პროგრამებიც, მათ შორის, რომელიც შეეხებათ 11-თვიან სავალდებულო სამსახურს, სადაც იქნება მაღალი ანაზღაურება — 1200 ლარი სავარაუდოდ. ასევე, წვევამდელი მიიღებს ოფიცრის სტატუსს და ა.შ. ამ კანონპროექტზე დიდმა ჯგუფმა იმუშავა, საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვინაიდან არის მოცულობითი, ეხება საზოგადოების დიდ ჯგუფს და შესაბამისად, შედის საზოგადოების ინტერესშიც, ჩვენ მაქსიმალურად დავხვეწეთ კანონპროექტი და შევქმენით მეტი კომფორტი.

სტუდენტების შემთხვევაში ის პროგრამა, რაც შეიძლება მათ გაიარონ 4 წლის განმავლობაში, ზაფხულში ერთი თვე იქნება მომზადება. ჩვენ იმის საშუალებასაც მივცემთ, რომ ვთქვათ, თუ არის სტუდენტი 25 წლის და 27 წლის მერე სავალდებულო აღარ უწევს, შეიძლება, რომ აირჩიოს და ეს 27 წელი არ იყოს ჩამკეტი და შემდეგაც გაიაროს. ასევე, საჯარო დაწესებულებაში პირის მუშაობის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ ჩვენ კანონმდებლობაში შეგვაქვს ცვლილება და საჯარო სამსახურში შენარჩუნდება როგორც მისი პოზიცია, ასევე, არსებული ანაზღაურება. ჩვენ მათაც მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი პროგრამა აირჩიონ და შვებულებით სარგებლობის დროს გაიარონ სავალდებულო სამსახური წელიწადში ერთი თვე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. "გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს — გაიცანი ჟიურის წევრები

კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, საქართველოს ბანკისა და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის…