ხათუნა სამნიძე

2 Mar. 2023, 20:14

ბოდიში იმისთვის, რომ წყობიდან გამოსული ვიყავი და ვარ, იმიტომ, რომ ძალიან რთულია, როცა წინ სხედან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან ამ ქვეყანას და მიჰყავთ პუტინის გზით. პირდაპირ შემოაქვს რუსული კანონმდებლობა. რასაც აქ ხედავთ, ეს იქნება ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც საკომიტეტო განხილვაზე, საჯარო შეხვედრაზე, სადაც უნდა იყოს ყველა, ვისაც ეხება ეს კანონი, არ იქნებიან შემოშვებულები. ეს არის ამ ხელისუფლების მიზანი, რომ ჩახუროს, დახუროს, სივრცეები გააქროს. ეს არის მცირე მაგალითი, რას აპირებენ ამ კანონის ძალით. [...]

ჟურნალისტები არ შემოუშვეს, რაზე უნდა ვილაპარაკოთ. ეს იმიტომ, რომ მათ ეშინიათ. ძალიან კარგად იციან, რომ ამ ქვეყნისთვის მტრულ საქმეს აკეთებენ.

მე დიდი ხანია ვარ საჯარო პოლიტიკაში, მე სიტყვა მოღალატეს საერთოდ არ ვიყენებდი, შეგიძლიათ გადახედოთ ჩემს უამრავ განცხადებას. მე დღეს საერთოდ არ მქონდა სინდისის ქენჯნა, როცა თითოეულ ადამიანს, რომელმაც ხელი მოაწერა ამ ინიციატივას, ვეძახი ქვეყნის მტერს და მოღალატეს.

განაცხადა ხათუნა სამნიძემ.იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებიც მწვავედ უპირისპირდებოდნენ რუსული კანონის განხილვას და კომიტეტის სხდომაზე ქართულ ოცნებას და მათგან ფორმალურად გამიჯნულ დეპუტატებს აკრიტიკებდნენ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  4. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პენიტენციური სამსახური: რუსთავის მე-17 ციხეში ოჯახის წევრს მსჯავრდებულისთვის ნარკოტიკები შეჰქონდა

პენიტენციური სამსახურის ცნობით, რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა…