ნიკა მელია

27 Feb. 2023, 21:41

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, მიუხედავად პოლიტიკური/პარტიული გემოვნებისა უნდა ევროკავშირის წევრობა და იცის რომ საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია. დღეს ევროკავშირის უკლებლივ ყველა, 27 წევრი ქვეყანა, მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით დიპლომატიის ენაზე, ყველაზე მწვავე, დემარშის ფორმით.

ევროპული ოჯახი არადიპლომატიური პირდაპირობით ცდილობს, ჰუმანიზმისა და ევროპის გზაზე დატოვოს ჩვენი ქვეყანა. ეს ხელისუფლება, ალბათ, ხვალ ისევ ცინიკურად გვეტყვის, რომ ასეთი ერთიანი, ასეთი ჰუმანური, ასეთი მეგობრული და ასეთი განვითარებული ევროპა მათ არ უნდათ. ევროპული მომავალი არის ჩვენი, როგორც ქვეყნის უფლება და ევროპაში არის ჩვენი თავისუფლება! არ არსებობს არავითარი ეს და ის ევროპა, არსებობს ერთი ევროპა და მათი გზავნილი არის ერთიანი და გასაგები! არ არსებობს ორი რუსეთი, ის არის ერთი და არის ოკუპანტი, ტერორისტული სახელმწიფო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო

ჩრდილოეთ უელსში 26 წლის კაცი მას შემდეგ დააკავეს, რაც ცელიანი სიკვდილის კოსტიუმში გამოწყობილი საავადმყოფოს სახურავზე…