ლევან ხაბეიშვილი

11 Feb. 2023, 16:47

ჩემო ძვირფასებო, გაჭირვება, რომელიც გაწუხებთ სამსახურებში 300-500 ლარად რომ მუშაობთ, დიახ, ეს პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლესთან. დიახ, ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან. დიახ, თუ პრეზიდენტს მოკლავენ, ევროკავშირში არავინ არ მიგვიღებს. ევროკავშირი ნიშნავს პენსიონერის ნორმალურ სიბერეს იმას, რომ ევროკავშირის ქვეყნებში, ჩემო ძვირფასებო, 800 ევროა მინიმალური პენსია. იმას, რომ სამუშაო ადგილებზე, სადაც თქვენ 500-600 ლარად მუშაობთ, ევროკავშირის ქვეყნებში გარბიხართ და თქვენი ოჯახის წევრები გარბიან. აქ იმუშავებთ, აქ იქნება ეკონომიკური დოვლათი და აქ გექნებათ შემოსავალი, მინიმუმ 1000 ევროდან. საუბარია, რომ მინიმალური ხელფასი ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს 3000 ათასი ლარი, 4000 ლარი და არა ის გროშები, რაზეც გამუშავებენ კერძო სექტორშიც და მათ შორის საჯარო სამსახურშიც. დიახ, პროტესტი უკავშირდება ჩვენი ქვეყნის რუსეთისკენ რომ მიჰყავს რუს ოლიგარქს და ორი დღის წინ რომ გვაცნობეს, რომ თურმე რუსეთი იგებს ომს. ომს იგებს უკრაინა და ამას აუცილებლად გააკეთებს მთელი ცივილიზებული სამყარო ჩვენს ქართველ მეომრებთან ერთად.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სუს: ქრთამის აღების ფაქტზე ჯანდაცვის სამინისტროს 21 წარმომადგენელი დააკავეს
  2. რატომ "ვერ ხედავს" ტრამპი საქართველოს კავკასიაში? — ინტერვიუ ბიძინა ლებანიძესთან
  3. თამთა მიქელაძე: მოსკოვის მექანიზმის გამოყენება ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების კვალიფიკაცია მძიმე ავტორიტარული ქვეყნების რიგშია
  4. ირაკლი კუპრაძე: დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის ხელისუფლება ეცდება, ხელი შეუშალოს ეუთოს კომისიის მუშაობას და ეცდება, გაამარგინალიზოს და პროპაგანდა ჩართოს
  5. რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სალომე ზურაბიშვილი: ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოსთვის, მათთვის, ვინც იბრძვის მნიშვნელოვანი ეტაპია

"ეუთო-ს გადაწყვეტილება, აამოქმედოს "მოსკოვის მექანიზმი" საქართველოსთვის, მნიშვნელოვანი ეტაპია მათთვის, ვინც იბრძვის,…