ილია დარჩიაშვილი

3 Feb. 2023, 12:03

ევროკომისიამ გამოაქვეყნა მორიგი შეფასების ანგარიში, რომელიც აფასებს ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხს და ასევე, ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობას. ცალსახად უნდა განვაცხადოთ, რომ ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და ევროკომისიის მიერ აღიარებულია საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით. 

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში ევროკომისია დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებში, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც. 

[...] აღნიშნული ანგარიში კიდევ ერთხელ, ნათელი დადასტურებაა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ყველა პარამეტრით, ინარჩუნებს ლიდერობას ევროინტეგრაციის ფარგლებში არსებული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. 

ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშს, რომელიც ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების მზადყოფნას ეხება. დოკუმენტში აღწერილია საქართველოს მზადყოფნის ხარისხი 33 სხვადასხვა სექტორში და აღნიშნულია, რომ ისინი ნაწილობრივ შეესაბამება ევროკავშირის კანონმდებლობას, მაგრამ საჭიროა გაუმჯობესება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ