ბილ ბროუდერის განცხადებით, აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ამის შესახებ მაგნიტსკის აქტის ავტორმა TV პირველთან ინტერვიუში ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 8 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა ბილ ბროუდერს მიმართა, ქართულ ჯგუფებს ახალი მაგნიტსკის სიის შექმნაში დაეხმაროს.
- "მე მკლავენ ციხეში ზუსტად ისე, როგორც მაგნიტსკის, მაგრამ ბევრად უფრო აშკარად და საჯაროდ", — ნათქვამი იყო ექსპრეზიდენტის წერილში.
- მოგვიანებით ბრაუდერმა მას Twitter-ზე უპასუხა და სააკაშვილს იმ დოკუმენტების გადაცემა სთხოვა, სადაც ჩანს, თუ ვინ არიან პასუხისმგებლები წამებასა და მოწამვლაზე, რაზეც ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს.
ბროუდერი ფიქრობს, რომ თუ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, რამდენიმე პირის წინააღმდეგ სანქციები გარდაუვალი იქნება და ეს ქართველ პოლიტიკოსებს "დიდ თავის ტკივილს გაუჩენს".
- "იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა გადაწყვეტილებებს იღებენ, შეწყვეტენ ასეთ ქმედებას, რადგან თუ ეს ადამიანი — სააკაშვილი მოკვდება, მათ მძიმე ცხოვრება ელოდებათ წინ [TV პირველის თარგმანი]".
- მისივე თქმით, აშკარაა, რომ ექსპრეზიდენტს აწამებენ, ამისთვის კი სამედიცინო ექსპერტი საჭირო არაა, რადგან ფოტოებიდან ჩანს.
- ამბობს, რომ საინტერესოა, თუ ვინაა პასუხისმგებელი, რადგან სამედიცინო დახმარების მიღებაზე მის თხოვნას პროკურორები აფერხებენ. ვარაუდობს, რომ არასათანადო აქტივობაში ციხის ექიმები და მთავრობის წარმომადგენლებიც არიან ჩართული.
- "რაც მეტია ასეთი ინფორმაცია, მით უფრო სავარაუდოა, რომ შევქმნათ დროებით, როგორც ჩვენ ვეძახით "სააკაშვილის სია", სადაც შევიყვანთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ. ეს დაუჯერებლად ბოროტი ქმედებაა".
უფრო ვრცლად: როგორც ბროუდერი ამბობს, სააკაშვილის თემა ჰუმანიტარული საკითხია, საქართველოს მთავრობისგან კი ყოველდღიურად ისმის, რომ ექსპრეზიდენტს "ჯიუტად არ ათავისუფლებენ" და არ აგზავნიან ევროპაში სამკურნალოდ.
- "ამგვარად საქართველო ანადგურებს მის რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე".
- მისი აზრით, ამ ყველაფრის მიღმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დგას, ის ცდილობს შური იძიოს სააკაშვილზე, რომელიც უპატივცემულოდ მოექცა.
- "ასევე, ეს არის მესიჯი ვოლოდიმირ ზელენსკისთვის, აი რა დაგემართება შენც მომავალში, ამიტომ ეს არ უნდა დავუშვათ".
- ბროუდერის თქმით, საქართველოს მთავრობაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პუტინი მოსწონთ და ახლა აშკარაა, რომ ვითარება ნორმალური გზით არ მიდის.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები