თეა წულუკიანი

20 Dec. 2022, 22:46

მინდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის და მის გუნდს ვუსურვო წარმატება იმ საზარელ ომში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შედეგად. უნდა შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტი და საბედნიეროდ, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსი, რომელმაც თავისი პრეზიდენტობისას ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები, მკვლელობები და წამება ციხეში, ციხის გარეთ ასევე ჩაგვრა საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფში, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ ესა თუ ის ადამიანი მისი ახლო გარემოცვის წევრი არ იქნებოდა, ყველა იყო მსხვერპლი დიდი უსამართლობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის. ამას მოწმობს სტრასბურგის გადაწყვეტილებები და რეალურად ის ციფრები, რომლებიც ადასტურებს სააკაშვილის მმართველობის დროს დანაშაულების ჩადენის უტყუარობას. ასეთი ადამიანის ადგილი გახლავთ საპატიმროში, ბატონო ზელენსკი. [...]

არ ვიცი, სხვა ქვეყანაში როგორ არის. ამ ქვეყანაში წყვეტს დამოუკიდებელი სასამართლო, შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ და მოსამართლეს და მის მანტიას როგორმე ვცეთ პატივი. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ხოლმე მოსამართლე, რომც არ მოგვეწონოს, უნდა მივიღოთ მოცემულობად. ეს არის ჩემი პასუხი. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის პატიმარია, მასზე ზრუნავს შესაბამისი უწყება – იუსტიციის სამინისტრო და მისი პენიტენციური სამსახური. გამჭვირვალობის მიზნით, ამაზე მრავლად აკეთებს კომენტარებს ჩვენი კოლეგა უწყება და არც არის არაფერი დასამალი და არც დამალული. თვითონ სააკაშვილი კი, როგორც იყო, კიდევ უფრო მეტად არის პოლიტიკურად განულებული თავის პარტიასთან ერთად და რეალურად, მათ პოლიტიკურ სცენაზე შემობრუნების არანაირი პერსპექტივა აღარ აქვთ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე ეხმაურება კულტურის მინისტრი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რაც ახლა მიხეილ სააკაშვილის თავს ხდება, სისასტიკეა. მან მოუწოდა ქართველ ხალხსა და მთავრობას, გამოიჩინონ გულმოწყალება და მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც გადაარჩენს ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს — გადაიყვანონ უკრაინის ერთ-ერთ კლინიკაში, ევროპის სხვა ქვეყანაში ან ამერიკაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გეგა გაგნიძე: ერთი დღით ადრე თეატრის დირექტორმა შემომითვალა, თუ სპექტაკლში პოლიტიკური ნარატივი დარჩებოდა, პრემიერა ვერ შედგებოდა
  2. რომელ უნივერსიტეტში რომელი ფაკულტეტი დარჩება?
  3. "სკვერში ჩხუბის ვიდეოში არის ჩემი შვილი, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი იყო" — გიგა ავალიანის მკვლელობისთვის ბრალდებული დ.ჩ.-ს დედა
  4. რუსულმა სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
  5. მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის ფიგურანტ 3 ბრალდებულს 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჩინეთმა მთვარის ხომალდი და რაკეტა გამოცადა — მათ სურთ, მთვარეზე დაშვება აშშ-ს დაასწრონ

11 თებერვალს ჩინეთმა ახალი თაობის საეკიპაჟო კაფსული გამოცადა, რომელსაც Mengzhou ეწოდება — "ოცნების ხომალდი". მისი…