ლევან ხაბეიშვილი

15 Dec. 2022, 18:52

ჩემმა კოლეგებმა გადაწყვიტეს, საკუთარი ჯანმრთელობის, სიცოცხლის რისკის ფასად, უკიდურეს ფორმას მიმართონ. შესაბამისად, ენმ-ს ფრაქცია მზად არის, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღოს, მათ შორის, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ამ ადამიანებმა დაიწყეს შიმშილობა.

საუბარია, ასევე, რომ ჩვენ მზად ვართ, საპარლამენტო ცხოვრებაში აღარ ვიყოთ ჩართული, მანდატები დავტოვოთ, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს შედეგი. როცა ერთპარტიული იყო პარლამენტი, მაშინ ჰქონდა ამას შედეგიც და მნიშვნელობაც. ასევე, მე მინდა, გითხრათ, რომ შევეცდები, მობილიზებასთან, მოძრაობასთან, მოქმედებასთან ერთად სხვა ჩემი კოლეგებიც დავარწმუნო არა ჩვენს ფრაქციაში, არამედ ფრაქციის გარეთ, რომ პარლამენტი საბოლოოდ დარჩეს ერთპარტიული.

მით უმეტეს, იმ პირობებში, თუ პრეზიდენტ სააკაშვილს ამ მდგომარეობაში ამყოფებენ და არ აძლევენ შესაძლებლობას, გადავიდეს სხვა ქვეყანაში და ის სპეკულაციები, რომ ვინმემ დატოვოს პარლამენტი, მანდატი, ჩემო ძვირფასებო, ეს მანდატი რომ უზრუნველყოფდეს პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ცხადია, საუბარიც არ იქნებოდა ამაზე.

მაგრამ ჩვენ ხომ არ გვინდა ორდღიანი ნიუსისთვის გაკეთდეს რამე. გვინდა, რომ ერთპარტიული დარჩეს პარლამენტი, რასაც ექნება შინაარსი. ჩემმა სხვა კოლეგებმა, მაგალითად, დატოვეს პარლამენტი და ამაზე რეაგირება რა ჰქონდა ოცნებას, ინერვიულეს ამაზე, კობახიძეს შეექმნა პრობლემა, ივანიშვილს? თითო-ოროლა ადამიანის ან თუნდაც ენმ-ს დატოვება, პარლამენტში არაფერ პრობლემას არ შექმნის, გარდა იმისა, რომ ოცნებას გაუხარდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…