იმპრესიონისტული და პოსტიმპრესიონისტული ხელოვნების ათამდე ნიმუში, რომელთა ჯამური ღირებულება თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს, აუქციონზე იყიდება. ნამუშევრები ათწლეულების განმავლობაში საზოგადოებისთვის მიუწვდომელი იყო და სამხრეთ ამერიკაში მდებარე ლეგენდარული კერძო კოლექციის ნაწილს წარმოადგენდა. ინფორმაციას CBS News ავრცელებს.

აუქციონთა სახლმა Sotheby's-მა განაცხადა, რომ ვინსენტ ვან გოგისა და პოლ სეზანის ნამუშევრები 18 ნოემბერს ნიუ-იორკში დაგეგმილ აუქციონზე, სავარაუდოდ, მხატვართა ძველ რეკორდებს მოხსნის.

ნახატები გარდაცვლილი არგენტინელი კოლექციონერის, ნელი არიეტა დე ბლაკიერისა და მისი მეუღლის, შაქრის მაგნატ კარლოს პედრო ბლაკიერის მიერ შეგროვებულ კოლექციას ეკუთვნოდა და მათ შვილები ყიდიან.

ნახატებს შორისაა ვან გოგის პეიზაჟი "აყვავებული წაბლის ხეები" (Châtaigniers en fleurs), რომლის სავარაუდო ღირებულება 180 მილიონი დოლარია, და სეზანის პორტრეტი "არლეკინი" (Arlequin), რომელიც 120 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ნახევარი საუკუნის განმავლობაში არცერთი მათგანი საჯაროდ არ გამოჩენილა.