ლევან ხაბეიშვილი

16 Dec. 2022, 16:15

ჩვენი ფრაქცია ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის არის მზად. მათ შორის იმისთვის, რომ საპარლამენტო მუშაობა შეწყვიტოს, არის მზად. თქვენ ხედავთ, რომ საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად შიმშილობენ ჩემი კოლეგები. მე ვცდილობდი გუშინ, განსაკუთრებით, ანის დარწმუნებას, რომ ეს არ გაეკეთებინა. არ მინდა ჩემს კოლეგას ჯანმრთელობის და სიცოცხლის საფრთხე დაემუქროს, თუმცა კიდევ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედება, მოძრაობა და მობილიზება. მე პირადად, ჩემს კოლეგებთან ერთად მზად ვარ ნებისმიერი მოქმედებისთვის, რომელიც ექნება წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარეს. 

რა შეეხება მანდატების დატოვებას, მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ამისთვის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა მზად არის. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ პარლამენტი არ დარჩება ერთპარტიული, ეს იქნება ერთჯერადი პროტესტი. თუ დარჩება პარლამენტი ერთპარტიული, ამას ექნება დიდი მნიშვნელობა. ვიმუშავებთ თუ არა ჩვენს კოლეგებთან ამ საკითხზე? პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ კი. ვიმუშავებთ თუ არა, პარლამენტი რომ გახდეს ერთპარტიული, თან რაც შეიძლება სწრაფად? ცხადია, კი. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მიშა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  3. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…