ლევან ხაბეიშვილი

15 Dec. 2022, 01:36

პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს სამაგალითოდ აწამებენ და ამას გვაგუებენ, გვაყურებინებენ, დაგვცინიან და გვამცირებენ.

საზოგადოება ნიჰილიზმში, უიმედობაში და სასოწარკვეთილებაშია. დამარცხებული ხალხი ერთმანეთში ვეძებთ დამნაშავეს და გვინდა, დავარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ ჩვენი ბრალი არ არის, რომ სხვამ დააშავა, სხვამ ვერ შეძლო და ჩვენ არაფერ შუაში ვართ.

ადამიანები, ვისაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ, აქვთ პოლიტიკურ პროცესებზე, არ (ვერ) აღიარებენ საკუთარ შეცდომებს, პასუხისმგებლობას და ცდილობენ, სხვას გადააბრალონ, ხელები შეაწმინდონ, მისი წილი ტალახი მოსცხონ, ნაცვლად პასუხისმგებლობის აღებისა.

დავაგვიანეთ. სამაგიეროდ, ახლა მაინც უნდა ვმობილიზდეთ. საკუთარ თავში ვიპოვოთ გამბედაობა, ვაღიაროთ დაშვებული შეცდომები და სრულად ვკონცენტრირდეთ მთავარ მტერზე — რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე.

მოქმედება, მობილიზება და უკომპრომისო ბრძოლაა გამოსავალი. ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. ერთმანეთი ვიპოვოთ, დავორგანიზდეთ და გადამწყვეტი ბრძოლა დავიწყოთ საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად. დავარწმუნოთ ადამიანები, დავუბრუნოთ გამარჯვების იმედი და ყველა გახდეს თანამონაწილე რუსული რეჟიმის რღვევის საქართველოში, რაც საწინდარი იქნება მშვიდობიან, ერთიან და ძლიერს საქართველოში ვიცხოვროთ ყოველგვარი დაყოფის, პოლარიზაციის და დახლეჩის გარეშე.

იყო საკმარისი დრო, შანსი, შესაძლებლობა და მოვედით იქამდე, სადაც ვართ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, შეუძლებელია! ამიტომაც უნდა დავიწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის, პრეზიდენტისთვის.

წერს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი. დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო, რომელიც დამონტაჟებულია და არ აქვს ხმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
  2. "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
  3. ტექნიკური უნივერსიტეტი, "რუსთავი 2"-თან და "იმედთან" ერთად, POSTV-საც სთხოვს ბოდიშის მოხდას
  4. ირაკლი კობახიძე: ჩამოყალიბდება ტექნიკურ მიმართულების ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება ავტონომიის მაღალი ხარისხი
  5. სამთავრობო ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პოლიტიკურ დებატებს მაგდა ანიკაშვილი გაუძღვება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"რუსთავი აზოტის“ გაფიცულ თანამშრომლებსა და საწარმოს შორის შეთანხმება შედგა

"რუსთავი აზოტის" გაფიცული თანამშრომელი ბაჩანა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დასაქმებულებსა და "ინდორამა რუსთავი…