სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტის დატოვებას განიხილავს
ფოტო: კადრი ვიდეოდან
პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ამის შესახებ პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლობა უფრო და უფრო მცირდება.
- ეს საკითხი პრობლემატური ჯერ კიდევ არჩევნების შემდეგ იყო — საკანონმდებლო ორგანოში შესვლა-არშესვლამ ოპოზიციურ პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია.
- ნაწილმა თავიდანვე უარი თქვა დეპუტატობაზე, ნაწილმა 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შემდეგ, რამდენიმეს კი მანდატი სხვა მიზეზებით შეუწყვიტეს.
დეტალები: ვაშაძის თქმით, ისინი შინაგანად მზად არიან, რომ პარლამენტი დატოვონ და ამ სცენარს განიხილავენ, რადგან მხოლოდ იქ აპირებენ ყოფნას, სადაც ევროპარლამენტის 2-პუნქტიან რეკომენდაციებს განიხილავენ.
- "საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემი ხმა სჭირდებოდა. შევედი და ხმა მივეცი. ხოდა არ ვაპირებ ახლა ჩვეულებრივად, რაღაცა, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას კობახიძეებთან და სხვებთან", — აცხადებს ის.
- საკანონმდებლო ორგანოს შესაძლო დატოვების მიზეზად დეპუტატი "პარლამენტში მყოფ პრორუსებსაც" ასახელებს: "ღიად ვამბობ იმიტომ, რომ ჩემთვის, იმდენად აუტანელია ერთ გარემოში ყოფნა პრორუსებთან უკვე, რომ ვხედავთ ფაქტობრივად ერთხელ შევედი სასესიო დარბაზში".
- მისივე განმარტებით, პარლამენტიდან წამოსვლისთვის აუცილებელია დასავლელ პარტნიორებში სიტუაციის შემზადება, რომ კარგად აუხსნან, რა ხდება და ეს არ უნდა იყოს ნაადრევი და ნაჩქარევი.
კითხვას, თუ როდის შეიძლება იყოს შესაფერისი დრო, რომ პარლამენტი დატოვონ, ვაშაძე ასე პასუხობს:
- "როცა ის მოცემულობა დადგება, როცა საზოგადოება შეთანხმდება, რომ ქართული ოცნებიდან არაფერი აღარ გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება. აი, ეს მოცემულობა რომ შედგება, შემდგომ ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება. თუმცა დაელოდეთ, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გეგმაში".
არქივი: 28 ოქტომბერს დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ სტრატეგია აღმაშენებელი დატოვა — დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა და პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში დარჩა.
- მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში სტრატეგია აღმაშენებელის დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები მათ პოზიციებს შორის.
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა ცესკო: 15:00 საათის მდგომარეობით, შუალედურ არჩევნებზე აქტივობამ 40.49% შეადგინა
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
-
ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ ChatGPT-ში ამიერიდან ტანსაცმლის მოსინჯვას შეძლებთ
გადახედვა
კომენტარები