ლევან მურუსიძე

27 Oct. 2022, 16:22

ბუნებრივია, რომ მე და ბატონი დიმიტრი და, ზოგადად, იუსტიციის საბჭო შეიარაღებულ თავდასხმას ნამდვილად არ ვაპირებთ. და ამიტომ მე მინდა, რომ არასამთავრობო სექტორი დავამშვიდო, შეშინებულები ნუ იქნებიან. იმდენჯერ ატრიალეს სიტყვა თავდასხმა, რომ შეშინებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ნამდვილად არ ვაპირებთ შეიარაღებულ თავდასხმას. რასაც ვაპირებთ, ჩვენ გვინდა გამოვავლინოთ, რომ ესენი არიან არაკომპეტენტურები და ხშირად ეთიკის ნორმებს არღვევენ მოსამართლეებთან მიმართებაში, გამოხატავენ უპატივცემულობას და არიან უზრდელები. ამას ჩვენ დავადასტურებთ მტკიცებულებებით და მივუჩენთ ყველას ადგილს.

როდესაც ხდება სასამართლო სისტემის და კონკრეტული მოსამართლეების ლანძღვა, დავადასტურებთ, რომ ისინი არიან ამ შემთხვევაში არაკომპეტენტურები და ხშირ შემთხვევაში, უზრდელები. აი, ეს იგულისხმება ჩვენს განცხადებაში.

განაცხადა ლევან მურუსიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, რას გულისხმობდა დიმიტრი გვრიტიშვილი, რომელმაც თქვა, რომ თავდაცვიდან თავდასხმაზე გადადიოდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ