ევგენია თავაძე

26 Oct. 2022, 21:56

ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა. რა თქმა უნდა, იყო ძალადობა, მაგრამ, ასევე, მე რამდენადაც ვიგრძენი და გავაანალიზე, იქ ხელშემწყობი იყო ჟურნალისტების ის კონფიგურაცია, ვისთანაც იყო ეს ოპერატორი. მათი თანამონაწილეობაც იყო. იმიტომ, რომ უსაფრთხოებაზე უნდა ფიქრობდეს ჟურნალისტიც, სად მიჰყავს ოპერატორი. მე ვფიქრობ, რომ ეს გასაანალიზებელია. 

შემდგომ, მოგვიანებით, მე ვუსმენდი იმ ჟურნალისტს, ვისთან ერთადაც იყო. მე კრიტიკულად ვარ განწყობილი, სხვათა შორის. მასაში ასე შეყვანა, შერევა და მსხვერპლი, ეს ჟურნალისტი წყვეტს ამას. ჟურნალისტს მიჰყავს ოპერატორი. მეთანხმებით, თუ არა?

ასე აფასებს სახალხო დამცველობის კანდიდატი, ევგენია თავაძე 5-6 ივლისს პრორუსული და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას და ფიზიკურ ძალადობას. ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას ტარიელ ნაკაიძემ მას ჰკითხა მიაჩნია თუ არა, რომ ეს იყო ძალადობა, რა როლი ითამაშა სახელმწიფომ, პრემიერის განცხადებამ და რას მოსაზრება აქვს ამ მოვლენების შედეგად ოპერატორის დაღუპვაზე. მოძალადეებზე საუბრის ნაცვლად, მან სცადა, პასუხისმგებლობა მედიის წარმომადგენლებზე გადაეტანა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ