სახალხო დამცველი აქტივისტ ნატა ფერაძის მანქანის დაზიანებას გმობს
ფოტო: Facebook
სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, ჩაატარონ დროული და ყოვლისმომცველი გამოძიება ნატა ფერაძის ავტომანქანის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აქტივისტის მანქანა საღებავითაა მოხატული და შეურაცხმყოფელი წარწერებია გაკეთებული.
- როგორც ნატა ფერაძემ On.ge-ს უთხრა, მომხდარს მის განცხადებებს უკავშირებს. ამბობს, რომ ვაკის პარკში მომხდარის შემდეგ, თბილისის მერის გადადგომას აქტიურად ითხოვს.
დეტალები: ომბუდსმენის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკა მათი საქმიანობის გაუმჯობესებისა და ანგარიშვალდებულების ზრდას ემსახურება.
- "ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების საჯარო განხილვა უფლებადაცვით საქმიანობას განეკუთვნება, რომელსაც არსებითი წვლილი შეაქვს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში".
- აღნიშნავს, რომ უფლებადამცველთა შეუფასებელი როლის გათვალისწინებით, საერთაშორისო დონეზე მათ დასაცავად, არაერთი გარანტიაა შექმნილი, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, მათ შორის, დაიცვას აქტივისტები მესამე პირთა მხრიდან განხორციელებული თავდასხმებისგან;
- "ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში, უზრუნველყოს ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება დაუსჯელობის გარემოს თავიდან ასაცილებლად".
გარდა ამისა, სახალხო დამცველი აცხადებს იმასაც, რომ უფლებადამცველთა მიმართ მტრული გარემოს შექმნას გარკვეულწილად ხელს უწყობს წლების განმავლობაში, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მათი დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები, რაც სახალხო დამცველმა წარსულში არაერთხელ შეაფასა მიუღებელ პრაქტიკად.
- "ამდენად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ უფლებადამცველთა წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიებში ჩართვისგან და საჯაროდ დაგმონ მათ მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები".
შსს: On.ge უწყებისგან პასუხს ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ელოდება.
- შსს-ს 22 ოქტომბერს დავუკავშირდით და გვითხრეს, რომ მომხდარს მოიკვლევდნენ, დღესაც იმავეს გვეუბნებიან.
- მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის გაუპატიურების სავარაუდო ფაქტს ეხმაურება
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით LEAF-ის განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისში და ბათუმში გაიმართება
კომენტარები