უკრაინის შეიარაღებული ძალები

24 Oct. 2022, 16:53

თქვენ ხართ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და მონაწილეობთ რუსეთის ხელმძღვანელობის ომის დანაშაულებში. ყოველ დღე სასაკლაოზე გაგდებენ. თქვენი ხელმძღვანელებისთვის, უმნიშვნელო ხართ. ზარალს არავინ ითვლის.

დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა: "რისთვის იბრძვით?". თქვენი ლიდერების ძალაუფლების დაკარგვის შიშისთვის? მათი ცხოვრების სტილისთვის, რომელიც თქვენგან და თქვენი ოჯახებიდან მოპარული ფულით შექმნეს? მათი სისულელეებისა და არაკომპეტენტურობის გამო?

უკრაინა არასდროს უქმნიდა საფრთხეს რუსეთს. დღეს თქვენ არ ებრძვით ნატოს, რამდენიც არ უნდა გელაპარაკონ ამაზე კრემლის პროპაგანდისტებმა. თქვენ იბრძვით უკრაინის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კი იცავს თავის ქვეყანას და ხალხს თქვენი აგრესიისგან. ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი სახლები, ოჯახები, შვილები და მომავალი ბოლომდე.

თქვენც იფიქრეთ ოჯახებზე. თქვენს ახლობლებს სჭირდებათ ცოცხალი, ჯანმრთელი ქმრები, მამები, შვილები, სჭირდებათ სახლში. სიცოცხლე იმისთვის არ არის, რომ პუტინის რეჟიმის დანაშაულებრივი ბრძანებები შეასრულოთ. შეინარჩუნეთ თქვენი სიცოცხლე და მომავალი, უარი თქვით პუტინის სისხლიან ომზე. დაყარეთ იარაღი თქვენი უსაფრთხო და მშვიდობიანი მომავლისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა გთავაზობთ ტყვედ ჩაბარებას და სახლში დაბრუნებას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო…