წარწერა მაისურზე: უკრაინა ომშია

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 Oct. 2022, 23:56

მტერი ყველაფერს აკეთებს, რომ შეაფერხოს ჩვენი სურსათის ექსპორტი. მჯერა, რომ ამ ქმედებებით რუსეთი მიზანმიმართულად აღძრავს სასურსათო კრიზისს, რათა ის ისეთივე მწვავე გახდეს, როგორც ეს მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იყო.

დღეს 150-ზე მეტი გემი დგას რიგში, რათა შეასრულოს სახელშეკრულებო ვალდებულებები ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებისთვის. ეს არის ხელოვნური რიგი, რომელიც მხოლოდ იმიტომ გაჩნდა, რომ რუსეთი შეგნებულად აჭიანურებს გემების გავლას.

ყოველი დღე, როცა გემები საკვებთან ერთად დგანან, ნიშნავს სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის ზრდას იმ ქვეყნებში, რომლებიც მოიხმარენ ჩვენს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. [...]

რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ, მინიმუმ, ასობით ათასი ადამიანი გახდეს იძულებითი მიგრანტი, რომლებიც თავშესაფარს მოითხოვენ თურქეთში ან ევროკავშირის ქვეყნებში, ან შიმშილით დაიღუპებიან. ჩვენ კი პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მარცვლეულის ინიციატივა არა მხოლოდ შენარჩუნდეს, არამედ 100%-იანი სიმძლავრით მუშაობდეს.

საკვების და შიმშილის გარეშე ცხოვრების უფლება არის აბსოლუტურად ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლება დედამიწაზე. ამიტომ, რუსეთის მცდელობები სასურსათო კრიზისის გამწვავებისთვის არის აგრესია, ასევე, დედამიწაზე ყველა ადამიანის მიმართ. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ