დავით ზილფიმიანი

18 Oct. 2022, 14:10

მინდა მოკრძალებული სამძიმარი ვუთხრა ვაკის პარკის ტრაგედიის დროს დაღუპული ანგელოზის ოჯახს. როგორც ფიზიკოსს მათ შორის ელექტროობის დარგში, მეც კი მიჭირს იმ მიზეზებზე საუბარი, რასაც შესაძლოა ტექნიკურად ამის გამოწვევა შეეძლო. შორს ვარ ვინმეს დადანაშაულებისგან, ან გამართლებისგან.

საკითხი გაცილებით რთულია და შევეცდები ზოგიერთი მოსაზრება გაგიზიაროთ კოლეგებო, იმიტომ რომ მე ვხედავ ამ ინფორმაციის კასკადში ხანდახან სწორი ნავიგაცია შესაძლოა უბრალოდ აუცილებელი იყოს. მომხდარის შემდეგ, რომში ჩემს მეგობრებს დავუკავშირდი — დღევანდელ ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით, დავრწმუნდი რეგულაციების დიდ კასკადში ვართ ჩაკარგულები — რითაც ჩვენ ვსარგებლობთ არის ფრიად მოძველებული სტანდარტი.
საქმე იმაშია, რომ დღევანდელი ევროპული რეგულაცია ცალსახად გამორიცხავს მსგავს შემთხვევას, უამრავი ადამიანი შეიძლება ჩადიოდეს დღეს შადრევანში, მაგრამ მსგავსი შემთხვევა არ გვსმენია.

პრინციპულად საჭიროა მივუდგეთ იმ საკითხს, რასაც ნორმატივის არსებობა ჰქვია. შადრევანი კარგია, მაგრამ ის ხალხს არ უნდა ხოცავდეს, ეს რომ გამოირიცხოს სწორედ თანამედროვე ნორმატივები უნდა დავნერგოთ. ქსელის ფაზა წყალში არ უნდა ხვდებოდეს. თანამედროვე რეგულაციები სწორედ ამას ეფუძნება. მივესალმები, ახალი თანამედროვე სტანდარტის იმპლემენტაციის შემოწმებამდე გამოვრთოთ ქვეყანაში არსებული ყველა შადრევანი, ეს არ არის ის შემთხვევა როცა ნიშნის მოგებით უნდა ვესაუბროთ ქალაქის მესვეურებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ