ლუდის ფესტივალი – დღესასწაული ნამდვილი ლუდის მოყვარულთათვის
ფოტო: ლუდის მოედანი
მათ, ვისაც ხარისხიანი ლუდიც უყვართ და მისი თანხლებით გართობაც, წინ ორდღიანი დღესასწაული ელის. 27-28 ოქტომბერს, წისქვილში, ლუდის მოედანზე ლუდის ფესტივალი გაიმართება, სადაც მრავალფეროვან გასართობ აქტივობებსა და ცოცხალ მუსიკასაც შემოგთავაზებენ.
რაც მთავარია, ფესტივალზე პრემიუმ ხარისხის ლუდით გაგიმასპინძლდებიან — აქ დაგხვდებათ გერმანული ვარშტაინერი და შოფერჰოფერი, ჰოლანდიური გროლში და ჩეხური პილსნერი. თანაც, ფესტივალის ფარგლებში, ისინი ნახევარ ფასად გაიყიდება.
"ვარშტაინერი და შოფერჰოფერი უკვე დიდი ხანია ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას გერმანიის სავიზიტო ბარათ-ღონისძიებაზე — ოქტობერფესტზე. მოხარული ვართ, რომ "წისქვილ ჯგუფთან" ერთად გვეძლევა საშუალება ამ ბრენდების გამოცდილება საქართველოში გადმოვიტანოთ და ქართულ საზოგადოებას გერმანიის უდიდეს ფესტივალზე ვაგრძნობინოთ თავი.
სტუმრები დააგემოვნებენ უმაღლესი ხარისხის პილსნერ ურქუელსაც — ჩეხების ნომერ პირველ და ყველაზე საყვარელ ლუდს. მეტიც, ჩვენ მათ პილსნერის სამ სახეობას შევთავაზებთ. ამასთან ერთად, აქ მათ დახვდებათ ოთხ საუკუნოვანი ისტორიის მქონე ჰოლანდიური ლუდი გროლში, რომელიც ნიდერლანდებში ყველაზე პოპულარული ბრენდია და რომლის გემოვნური თვისებებიც უკვე შეიყვარეს ქართველებმა", — გვითხრა შპს პარტნიორის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი აბულაძემ.
გირჩევთ, ლუდის ფესტივალზე მისვლა შუადღიდანვე დაგეგმოთ, რადგან საინტერესო აქტივობები 14:00 საათიდან დაიწყება. საღამოს კი ფესტივალს შეუერთდება წამყვანიც, რომელიც შეჯიბრებებსა და თამაშებს გაუძღვება.
"შეჯიბრი ლუდის სწრაფად დალევასა თუ საწრუპით დალევაში, Beer pong, ქვიზები — ეს მცირედია იმ აქტივობებიდან, რაც ორი დღის განმავლობაში ჩვენთან მოსულ სტუმრებს დაგხვდებათ. შეჯიბრებებში მონაწილეობას შეძლებთ როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფურად, ამიტომ, დაიგეგმეთ მეგობრებთან ერთად და გაატარეთ ძალიან მხიარული დრო ლუდის ფესტივალზე", — ამბობს "წისქვილი ჯგუფის" მარკეტინგის ხელმძღვანელი, ანანო თავხელიძე.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ საღამოები საჩუქრების გარეშე არ ჩაივლის. ორივე დღეს გამოვლინდებიან მთავარი გამარჯვებულებიც, რომლებიც კიდევ უფრო გამორჩეულ საჩუქრებს მიიღებენ წამყვანი ბრენდების საათებისა და სამკაულების მაღაზია TI’ME-სგან.
"TI’ME ლუდის ფესტივალის მხარდამჭერია, ამიტომ, გადავწყვიტეთ მთავარი გამარჯვებულებისთვის საჩუქრები ჩვენ შეგვერჩია. მათ ჩვენი კომპანიისგან გადაეცემათ 300-ლარიანი ვაუჩერები, რომლითაც სასურველი საათისა თუ სამკაულის შეძენას TI’ME-ს ნებისმიერ ფილიალში შეძლებენ", — გვითხრა ანანო დარჯანიამ, TI’ME-ს მარკეტინგის კოორდინატორმა.
ცოცხალ მუსიკას შაბათს ბენდი "VIP", ხოლო კვირას — "ქიმერა" შემოგთავაზებთ. ისინი თქვენთვის ნაცნობ და საყვარელ ქავერებს შეასრულებენ.
ლუდის ამ დღესასწაულზე მოსახვედრად ისღა დაგრჩენიათ, გადახვიდეთ ბმულზე, გაეცნოთ დეტალებს, შემოიკრიბოთ მეგობრები და მოემზადოთ საუკეთესო უქმეების გასატარებლად.
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან გერმანიის ელჩი: ვინარჩუნებთ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალებთან
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა პროკურატურამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფ 94 პირს ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს" გერმანიის ელჩი: საქართველოში 4 გერმანული ფონდი "იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეაჩეროს"
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
კომენტარები