სალომე ზურაბიშვილი

11 Oct. 2022, 15:51

მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარტნიორების არის სრულყოფილი. ჩვენი რუმინელი პარტნიორები იყვნენ პირველები და მუდმივი ჩვენი მხარდამჭერები ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით. დღეს არის უკვე შეჯერებული პოზიცია ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ, რომ ჩვენი გზა არის ხსნილი ამის ნიშანი არის პერსპექტივა, ამის ნიშანია ჩვენი მოწვევა პრაღის სამიტზე და ამის ნიშანია, 12 რეკომენდაცია, რომელიც არის სამოქმედო გეგმა — მიდით და იარეთ ამ გზაზე და მიაღწევთ შედეგს. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული. აქაც ძალიან ნათელია საქართველოს მოსახლეობის სურვილი, ნება, რომ ჩვენ ამ გზაზე ვიაროთ.

რჩება პოლიტიკური ძალები, აქ ძალიან ნათელია კიდევ სურათი. არ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ ამ საკითხში [ევროპული რეკომენდაციების შესრულება] უშედეგობას მეორეს გადააბრალებს. ეს არის ყველაზე მცდარი წარმოდგენა, რომ შეიძლება, მერე გამოხვიდე რომელიმე მხარე აქედან გამარჯვებული იმით, რომ მეორეს გადააბრალებ. ეროვნული ინტერესი თუ სადმე დგას დღეს, ეს არის ეროვნული ინტერესი და ალბათ დროა, ყველამ შეიგნოს, რომ ეს არის ეროვნული ინტერესი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
  3. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
  4. პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
  5. BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ