კელი დეგნანი

5 Oct. 2022, 12:37

პარლამენტის თავმჯდომარესთან ასევე განვიხილეთ ის მნიშვნელოვანი როლი, რასაც ამ ქვეყანაში ასრულებს სამოქალაქო საზოგადოება მთელი ჩვენი თანამშრომლობის 30-წლიან მანძილზე. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მოულოდნელი იყო ის თავდასხმები სამოქალაქო სექტორზე, რადგან პარლამენტის ძალიან ბევრი წევრი მანამდე მუშაობდა სამოქალაქო სექტორში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში და მათ იციან, რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისთვის ამ ორგანიზაციებს. ხშირად შეიძლება, რომ მათგან წამოსული კრიტიკა იყოს არაკომფორტული, თუმცა ისინი არ არიან იმისთვის, რომ იმუშაონ კონკრეტული მთავრობის ან პარტიებისთვის, მათი მთავარი მოვალეობა არის, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე.

მე ვთვლი, რომ საქართველოს გაუმართლა, რომ ძალიან ბევრი ასეთი კარგი ორგანიზაცია არსებობს, ფუნქციონირებს და წლების მანძილზე მუშაობს ბევრი სხვა მიმართულებით და იღებს ძალიან აქტიურ მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ქვეყნის განვითარებაში. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  5. 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ოქტომბერში შესაძლოა 26-27°-მდე დათბეს — გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

შემოდგომის დარჩენილი პერიოდი საკმაოდ თბილი იქნება, — ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური…