ჯოზეფ ბორელი

21 Sep. 2022, 10:24

ევროკავშირი მკაცრად გმობს ამ დაგეგმილ უკანონო "რეფერენდუმებს", რომლებიც ეწინააღმდეგება უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, არღვევს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე არღვევს საერთაშორისო სამართალს. ასეთი ქმედებების შედეგები ბათილად იქნება და არ იქნება აღიარებული ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ

შეჭრის დაწყების დღიდან რუსეთი აშინებდა, უკანონოდ აკავებდა, აწამებდა და იტაცებდა უკრაინის მოქალაქეებს, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შემოჭრილ ტერიტორიებზე იძულებული გახდა გაქცეულიყო. კანონიერად არჩეული ადგილობრივი მოხელეები, ზოგიერთ შემთხვევაში, იძულებით შეიცვალა. ასევე მნიშვნელოვნად შეიზღუდა ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე, თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიასა და გამოხატვის თავისუფლებაზე.

ამიტომ, ეს უკანონო "ხმები" არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს რუსეთის მუდმივი სამხედრო მუქარისა და დაშინების ქვეშ ამ რეგიონებში მცხოვრები ხალხის ნების თავისუფალ გამოხატულებად.

რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა, ვინც მონაწილეობს ამ "რეფერენდუმებში" და უკრაინაში მომხდარ საერთაშორისო სამართლის სხვა დარღვევებში, პასუხს აგებენ და რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი შემზღუდველი ზომები განიხილება

ევროკავშირი ურყევი რჩება უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

აცხადებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელი. ცნობილი გახდა, რომ კრემლი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე "რეფერენდუმების" ჩატარებას სექტემბრის ბოლოს გეგმავს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  3. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  4. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო…